რატომ არ შეიძლება მშიერზე ალკოჰოლის მიღება? | Allnews.Ge

რატომ არ შეიძლება მშიერზე ალკოჰოლის მიღება?

ჭამის შემდეგ ორგანიზმი ალკოჰოლს სხვანაირად ითვისებს.

თუ მშიერზე გადაწყვიტეთ ერთი-ორი ჭიქა ალკოჰოლი დალიოთ, ის თითქმის მაშინვე ხვდება წვრილ ნაწლავში, კუჭში დაყოვნების გარეშე. წვრილ ნაწლავში ალკოჰოლი მყისიერად შეიწოვება ეპითელური უჯრედების მიერ, ხვდება სისხლში და სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საბოლოოდ კი ღვიძლში ხვდება.

ალკოჰოლის ათვისების პროცესი განსხვავებულად მიმდინარეობს, თუ ბოლო ორი საათის განმავლობაში რაიმე გაქვთ მიღებული საკვების სახით.

2005 წელს ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მიღებამ (განსაკუთრებით ნახშირწყლებით მდიდარი საკვები) შეანელა ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის შეწოვის სიჩქარე დაახლოებით 75%-ით.

რატომ ხდება ეს? ეს გამოწვეულია პილორული სფინქტერის მუშაობით, რომელიც აკავშირებს კუჭს წვრილ ნაწლავთან.

როდესაც საკვები კუჭში შედის, ეს სფინქტერი იხურება, რაც ხელს უშლის საკვების ნაწლავებში გადასვლას, სანამ კუჭის წვენებით არ მოხდება მისი მონელების პროცესი. როდესაც პილორული სფინქტერი დახურულია, ალკოჰოლი ასევე ვერ შედის წვრილ ნაწლავში და შეიწოვება კუჭში, სადაც ეს პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს.

რა საფრთხეს უქმნის ალკოჰოლის მიღებას ცარიელ კუჭზე?

1. სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური დონე მატულობს.

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ალკოჰოლი შედის წვრილ ნაწლავში და სწრაფად შეიწოვება? „როცა ალკოჰოლს ვსვამთ უზმოზე, უფრო სწრაფად ვგრძნობთ თრობის ეფექტს“, - ამბობს გასტროენტეროლოგი მარვინ სინგი.

„საბედნიეროდ, ალკოჰოლი პირდაპირ სისხლში არავის შეჰყავს, მაგრამ როცა უზმოზე ვსვამთ, ეფექტი მსგავსია. სისხლში ალკოჰოლის დონე მკვეთრად მატულობს, თრობის პიკზე კი გაცილებით მაღალია. თუ ალკოჰოლს ვსვამთ ჭამის შემდეგ ან ჭამის დროს, სისხლში ალკოჰოლის დონე გაცილებით ნელა იმატებს, განმარტავს ჯორჯ კუბი.

2. უფრო სწრაფად ვსვამთ.

რა თქმა უნდა, სისხლში ალკოჰოლის დონის სწრაფ მატებას თან ახლავს ალკოჰოლური თრობის ყველა ტიპური ნიშანი: მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ზედმეტად თავხედური, აგრესიული ან შეუსაბამო ქცევა, განწყობის ცვალებადობა, გულისრევა და ღებინება და ა.შ. იხილეთ სრულად

myquiz