რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები? | Allnews.Ge

რუსეთს სურს აფხაზეთთან ერთად კრიპტოვალუტის ჰაბი გახდეს - როგორია გეგმა და რას ამბობენ აფხაზები?

"რუ­სეთს სურს აფხა­ზეთ­თან ერ­თად კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰაბი გახ­დეს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის ნი­ა­დაგს ამ­ზა­დებს.

სქე­მა ასე­თია - რუ­სუ­ლი სამ­თავ­რო­ბო მე­დია ამა თუ იმ გეგ­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ­ლის კო­მენ­ტი­რე­ბა­საც აფხა­ზუ­რი მე­დია ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან იწყებს, მო­სახ­ლე­ო­ბა შფო­თავს, თუმ­ცა აქ­ტი­ურ ნა­წილს მა­შინ­ვე თავს ეს­ხმი­ან, რო­გორც გა­რე­დან მარ­თულ ძა­ლას, მუხ­ტი მცირ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც, ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის...კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰა­ბად გა­დაქ­ცე­ვის­თვის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­დად­გმუ­ლია. lenta.ru-ს ცნო­ბით, რუ­სეთ­მა და აფხა­ზეთ­მა შე­საძ­ლოა, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ჰაბი და­ა­ფუძნონ, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ტრანსსა­სა­ზღვრო გა­დახ­დე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

"რუ­სე­თის კრიპ­ტო ინ­დუსტრი­ი­სა და ბლო­კჩე­ი­ნე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრ ბრა­ჟ­ნი­კო­ვის თქმით, პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­წყე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მის მი­მართ ინ­ტე­რესს ადას­ტუ­რებს Global Abkhazia-ს ფო­რუ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუ­რა­ტო­რია", - წერს გა­მო­ცე­მა.

ბრა­ჟ­ნი­კო­ვის თქმით, აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის­თვის უკვე მზად იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ბლო­კჩე­ი­ნე­ბი, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ასე­ვე, სტე­ი­ბკ­ლო­ნე­ბი, ციფ­რუ­ლი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი ექ­სპერ­ტის თქმით, აფხა­ზეთს შე­უძ­ლია გა­და­იქ­ცეს ციფ­რულ მინი შვე­ი­ცა­რი­ად რუ­სე­თი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის და გახ­დეს სტა­ბილ­კო­ი­ნე­ბის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის გა­რან­ტო­რი, რომ­ლის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვით.

ფი­ნან­სუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის რო­მან პრო­ხო­რო­ვის თქმით, ასე­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნა და რეს­პუბ­ლი­კის ტრანსსა­სა­ზღვრო ჯაჭვში ჩაბ­მა პრობ­ლე­მუ­რია, რად­გან მისი იუ­რის­დიქ­ცია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი."სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს ეს პრო­ექ­ტი, მით უფრო, რო­გორ შე­უ­წყობს ხელს ახა­ლი ჰაბი რუ­სუ­ლი კრიპ­ტო ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბას და რო­გორ იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რად უკე­თე­სი? აფხა­ზეთ­ზე, რუ­სე­თის გარ­და, სხვა ქვე­ყა­ნას არა­ვი­თა­რი გავ­ლე­ნა არ აქვს..." - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

სხვა ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოპცი­ე­ბის­თვის.

"პრო­ექტს უპი­რა­ტე­სო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, თუ აფხა­ზუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ წვდო­მას იაფ ლიკ­ვი­დო­ბა­ზე ევ­რო­პულ და ჰონგ-კონ­გის ბირ­ჟებ­ზე, კერ­ძოდ, დო­ლა­რის მხარ­და­ჭე­რილ სტა­ბილ­კო­ინ­ზე" - მი­აჩ­ნია Grad Bar Association-ის სა­ად­ვო­კა­ტო კო­ლე­გი­ის მმარ­თველს მა­რია აგ­რა­ნოვ­სკა­ი­ას, რომ­ლის თქმი­თაც, შე­საძ­ლოა, აფხა­ზუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს და ად­გი­ლობ­რივ ბან­კებს პო­ტენ­ცი­უ­რად გა­უ­ჭირ­დე­ბათ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბა.

კრიპ­ტო­ჰა­ბის პრო­ექტს მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თი რე­გი­ონ­ში გარ­კვე­უ­ლი "მა­ქი­ნა­ცი­უ­რი სქე­მე­ბის" ხარ­ჯზე, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნად წარ­მო­ა­ჩენს, და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლას ცდი­ლობს.

"ანუ ვა­ღი­ა­რებთ და ვე­გუ­ე­ბით, რომ ქვე­ყა­ნა კი არა, რუ­სე­თის ქარ­ხა­ნა ვართ, თუ რო­გორ?.. თუ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, გა­რე­დან მარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი ვართ?.. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ვა­პი­რებთ, საით მივ­დი­ვარ თუ მივ­დი­ვართ სა­ერ­თოდ?... რომ ბნე­ლა, ვი­ცით, მაგ­რამ ასე ძა­ლი­ან? რო­მელ კრიპ­ტო ჰაბ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­დე­საც ამ ყინ­ვა­ში უშუ­ქოდ ვცხოვ­რობთ და რომ არ გა­ვი­ყი­ნოთ, სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე საბ­ნის ქვეშ ვართ შემ­ძვრა­ლი... თუ კო­ლო­ნია ვართ, გვი­თხა­რით და სხვა ზო­მებს მი­ვი­ღებთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა.

"ახლა გა­სა­გე­ბია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა მი­ნის­ტრის მკაც­რი სა­ხით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ აფხა­ზეთ­ში თურ­მე ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი ღვივ­დე­ბა... ანუ თუ კო­რუფ­ცი­ის და ვი­ღა­ცის მა­ქი­ნა­ცი­უ­რი სქე­მის ნა­წი­ლად ყოფ­ნა არ მინ­და, მარ­თუ­ლი აგენ­ტი ვარ. აქამ­დე მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სა­დამ­დე წა­ვი­დო­და ამა­თი თავ­ხე­დო­ბა, ახლა ვხვდე­ბი, რომ ბო­ლომ­დე" - წერს რაულ ბე­ნია.

"და­ვით და­სა­ნი­ას პოს­ტი წა­ი­კი­თხეთ, ვი­საც არ წა­გი­კი­თხავთ, ან­ტი­რუ­სუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის გამო ავიწ­რო­ე­ბენ. ვინ­მეს "ეფეს­ბეს" სტი­ლი ხომ არ ეცნო... ყვე­ლა­ფე­რი ისე მი­დის, მა­ი­ძუ­ლე­ბენ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­დეო. რა ხდე­ბა, რო­დის გავ­ხდით ასე ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვე­ბი?" - კი­თხუ­ლობს ლეონ აფხა­ზი...

myquiz