„2-დღიანი უქმეები აღარ მუშაობს“ - რამდენად ეფექტური აღმონდა 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ზოგიერთ ქვეყანაში?
2022 წლის პოსტპანდემიურ პერიოდში 4-დღიანმა სამუშაო კვირამ, ფაქტობრივად, ახალი ცხოვრება შეიძინა - სოციოლოგები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, დაეხმარონ ადამიანებს და აღადგინონ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. მთელმა რიგმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს 32-საათიანი სამუშაო კვირის დანერგვის მცდელობის შესახებ. მიუხედავად ამისა, ინიციატივის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ადამიანები საქმის მკვეთრ დამატებას ვერ გაუძლებენ, მომსახურება კი გაძვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რისკები რეალობასთან ახლოს არის, სტატისტიკა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
2022 წლის შემოდგომაზე მსოფლიოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კვლევა დასრულდა 4-დღიანი სამუშაო კვირის შესახებ. ეს იყო პირველი საპილოტე პროექტების სერიიდან, რომელსაც კოორდინაციას უწევდა არაკომერციული ადვოკატირების ჯგუფი 4 Day Week Global და შეეხო ათობით კომპანიას მთელს მსოფლიოში. კვლევაში ათობით კომპანია მონაწილეობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თითოეულმა მათგანმა ნახევარი წლის განმავლობაში შეიმუშავა ახალი გრაფიკი, ხელფასის დაკლების გარეშე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - არცერთი მონაწილე მზად არ აღმოჩნდა 5-დღიან სამუშაო კვირას დაბრუნებოდა.
2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულმა და 2023 წლის იანვარში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წარდგენილმა მონაცემებმა აჩვენა არა მხოლოდ თანამშრომლების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ მათი პროდუქტიულობის ზრდა, ასევე სამსახურიდან დათხოვნის ნაკლები მოთხოვნები. ეს ყველაფერი აისახა კომპანიების შემოსავალზე - შემოსავალი ყოველთვიურად იზრდებოდა. ექსპერიმენტის დასასრულს, დასაქმებულთა მეოთხედმა აღიარა, რომ ხელფასის ვერავითარი ზრდა ვერ დაარწმუნებს, რომ ტრადიციულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდნენ.
სოციოლოგები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გრაფიკის ამგვარ ცვლილებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და მათ ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე, ასევე ეკონომიკაზე და კლიმატზეც კი.
მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია საუბრობენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ხანგრძლივი სამუშაო დღის საშიშროებაზე, ხოლო 2016 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინეს, რომ ზეგანაკვეთურმა სამუშაომ 745 ათასი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. თითოეული მათგანის შემთხვევაში მიზეზი ინსულტი ან გულის იშემიური დაავადები გახდა.
ამას გარდა, ინტერნეტის ეპოქაში - განსაკუთრებით კი ელექტრონული ფოსტისა და მესენჯერის გამოყენებით, ადამიანები სულ უფრო ხშირად აგვარებენ სამსახურის საქმეებს არასამუშაო საათებში. 2012 წელს, ამერიკულმა კომპანიამ Good Technology გაარკვია, რომ მისი თანამშრომლების 80% ოფისის გარეთაც მუშაობს - მაგალითად, გაღვიძებისთანავე ისინი ფოსტას ამოწმებენ.
ცხოვრების თანამედროვე ტემპი აიძულებს ადამიანებს მუდმივ კონტაქტზე ყოფნის ვალდებულებას, პანდემიამ კი მთლიანად წაშალა საზღვრები სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და ბევრისთვის სამუშაოს ხანგრძლივობა ახლა ფაქტობრივად, შეუზღუდავია. იხილეთ სრულად