"ესებუა აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია" - რა განაცხადა ბადრი ესებუამ ადვოკატთან? | Allnews.Ge

"ესებუა აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია" - რა განაცხადა ბადრი ესებუამ ადვოკატთან?

თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ზუგ­დიდ­ში, სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში ბად­რი ესე­ბუა და­ა­კა­ვეს. ის პირ­და­პირ ქუ­თა­ი­სის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ შე­ნო­ბა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შე­იჭ­რა. მას მძევ­ლად 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჰყავ­და აყ­ვა­ნი­ლი და მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ათას აშშ დო­ლარს და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს ითხოვ­და. თან­ხის გა­და­ცე­მის შემ­დეგ თავ­მდამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა.ცნო­ბი­ლია, რომ ესე­ბუა ბრალს არ აღი­ა­რებს. AMBEBI.GE და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატს სოსო ჯა­ნა­ში­ას ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან მო­ი­ნა­ხუ­ლა სკან­და­ლუ­რი საქ­მის ფი­გუ­რან­ტი.

- რო­გორც ბად­რი ესე­ბუ­ამ მი­თხრა, ჯი­ქი­ე­ბის სახ­ლში ის დღეს შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც კი მათ­თან მი­ვი­და, თით­ქოს ელოდ­ნე­ნო და მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. შე­საძ­ლოა, უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და ამი­ტომ. იმ ოჯახ­მა არც იცო­და, თუ მი­ვი­დო­და, რომც სდო­მო­დათ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც მო­ა­ხერ­ხებ­დნენ, ვინ­მეს­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნათ. ჯი­ქი­ე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი კი არი­ან, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ბად­რი იქ ნამ­დვი­ლად არ იმა­ლე­ბო­და. დღეს გა­ვი­ცა­ნი ბად­რი და მას­თან საქ­მე­ზე დე­ტა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. რო­მე­ლი თან­ხა უნდა ეხ­სე­ნე­ბი­ნა, ის სა­ერ­თოდ უარ­ყოფს ამ და­ნა­შა­ულს, ამ­ბობს, ეს ყა­ჩა­ღო­ბა მე არ ჩა­მი­დე­ნი­აო და ბუ­ნებ­რი­ვია, თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არც ყო­ფი­ლა. ესე­ბუა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხავს ამ და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბას და აპი­რებს ბო­ლომ­დე ბრძო­ლას.

- თუ თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ თვლი­და, მა­შინ რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდა მა­ნამ­დე?

- იმი­ტომ რომ, რო­გორც ამ­ბობს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან თა­ვი­დან­ვე ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და და ჩემი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხეც იდგა, ამი­ტომ ვი­მა­ლე­ბო­დიო. ბად­რის მერე ძმაც და­უ­ჭი­რეს - ბი­ძი­ნა ესე­ბუა (რომ­ლის ად­ვო­კა­ტიც გახ­ლა­ვართ) აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ გა­ა­სა­მარ­თლეს და ამის მერე იმე­დი სა­ერ­თოდ გა­და­მე­წუ­რა, რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ჩემს მი­მართ რა­ი­მე სა­სი­კე­თო მოხ­დე­ბო­დაო. ესე­ბუა მე­უბ­ნე­ბა, ყა­ჩა­ღო­ბის ღა­მით სახ­ლში ვი­ყა­ვი და მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი ჩემი სა­ხე­ლი გაჟ­ღერ­და, წა­ვე­დი და და­ვი­მა­ლეო. ის შორ­საც არ წა­სუ­ლა, იქვე იყო და... იხილეთ სრულად

myquiz