"სოხუმის ომს გადაურჩა და სტიქიამ არ დაინდო...." - ვინ არის თურქეთში მიწისძვრისას დაღუპული კიდევ ერთი ქართველი? | Allnews.Ge

"სოხუმის ომს გადაურჩა და სტიქიამ არ დაინდო...." - ვინ არის თურქეთში მიწისძვრისას დაღუპული კიდევ ერთი ქართველი?

თურ­ქეთ­ში მი­წისძვრას სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე ია ჭკა­დუა ემსხვერ­პლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"სო­ხუ­მის ომს გა­და­ურ­ჩა და სტი­ქი­ამ არ და­ინ­დო....

ია, რო­გორ მტკი­ვა გული. ჩემ­ზე უკეთ ვინ იცის შენი ბავ­შვო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი გუ­ლის დარ­დე­ბი, ჩემო სა­წყა­ლო გოგო. ახლა გა­გეხ­სნა ბედი, გი­ხა­რო­და, რომ გა­გი­მარ­თლა ბედ­მა და რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მე­ნა­ნე­ბი ამ ტრა­გე­დი­ის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს მიწა მა­ინც გერ­გოს... ისე ძა­ა­ლი­ან ნატ­რობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას. ღმერ­თმა ჩა­გი­ბა­როს, უბე­დურ დღე­ზე გა­ჩე­ნი­ლო", - წერს ირა ჭკა­დუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თურ­ქეთ­ში მი­წისძვრის შე­დე­გად სე­ნა­კე­ლი ქალი ნანი ზა­რან­დია და­ი­ღუ­პა.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 11 000-ს აჭარ­ბებს.

myquiz