რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს | Allnews.Ge

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ბადრი ესებუას - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი პი­რის ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ზუგ­დიდ­ში, ბად­რი ესე­ბუ­ას და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ვაზ­ნე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი პირი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუა და­ა­კა­ვა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, იძუ­ლე­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის, ასე­ვე, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის და ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე 2020 წლი­დან ძებ­ნი­ლი ბ.ე. სა­მეგ­რე­ლო­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და ხელ­ყუმ­ბა­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბ.ე. ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა და იქ მყო­ფი პი­რე­ბი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა. ბან­კის ფი­ლი­ალ­ში მყო­ფი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე მოხ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და და­ი­წყო გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მოხ­და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. დამ­ნა­შა­ვე მი­ი­მა­ლა.

და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ვაზ­ნე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz