ვინ არის მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა | Allnews.Ge

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა - სკანდალური საქმეები, რომელთა ვერდიქტიც არევაძემ გამოიტანა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლის­გან არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და არც გა­და­უ­ვა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მი­ი­ღო.

მან სა­ა­კაშ­ვილს ერთხელ უკვე გა­მო­უ­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი - არე­ვა­ძემ 2018 წელს, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე და 179 პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბის გამო, რო­მელ­თა შო­რის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა...

რო­გორც ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე ამ­ბობს, გი­ორ­გი არე­ვა­ძე ე.წ. სა­სა­მარ­თლო კლა­ნის წევ­რი და ის მო­სა­მარ­თლეა, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ან­დობს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებს.

ცნო­ბი­სათ­ვის: მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძეს გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძე-წე­რეთ­ლის საქ­მე­ზე. ამას­თა­ნა­ვე იგი ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლეც იყო, თუმ­ცა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მან ამ საქ­მე­ზე თვი­თა­ცი­ლე­ბა მის­ცა.

მა­მუ­კა ნო­ზა­ძე:

"გი­ორ­გი არე­ვა­ძე სა­სა­მარ­თლო კლა­ნის წევ­რია. თავ­და­პირ­ვე­ლად ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წე იყო, შემ­დეგ გა­ხა­დეს მო­სა­მარ­თლე და ახლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ამ საქ­მეს ის რო­გორ გა­ნი­ხი­ლავს, როცა თა­ვის დრო­ზე მან გა­მო­ი­ტა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. კა­ნო­ნით ეს მას არ ეკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ რაღა მა­ინც და მა­ინც მას­თან მო­ახ­ვედ­რეს ეს საქ­მე? მით უმე­ტეს, ამ კონ­კრე­ტულ საქ­მე­ში, მე­დი­ცი­ნა­ში კომ­პე­ტენ­ცია მეტი უნდა გქონ­დეს, ვიდ­რე სს სპე­ცი­ა­ლის­ტო­ბაა. არ­სე­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო სა­მარ­თა­ლიც, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თა­ლურ­თი­ერ­თო­ბებ­ში არი­ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კუ­თხით გა­დი­ან სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებს, უნდა ერ­კვე­ო­დე ნორ­მებ­ში, ტერ­მი­ნებ­ში და ა.შ. არე­ვა­ძეს არა­ნა­ი­რი კურ­სი არ აქვს გავ­ლი­ლი ამ კუ­თხით...

არე­ვა­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც და დღე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსა­ხუ­რია. ის ალაგ-ალაგ კი აყე­ნებს გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია, ესეც სტა­ტის­ტი­კის­თვის სჭირ­დე­ბათ“.

ვინ არის გი­ორ­გი არე­ვა­ძე?

გი­ორ­გი არე­ვა­ძე და­ი­ბა­და 1980 წლის 5 ივ­ნისს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში.

1997 წელს და­ამ­თავ­რა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.

მან 2002 წელს და­ამ­თავ­რა ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ხუ­მის ფი­ლი­ა­ლის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 2003-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სპე­ცი­ა­ლის­ტის და შემ­დგომ სხდო­მის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. 2005-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წედ. 2007-2008 წლებ­ში მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წედ. 2008 წლი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე. 2012 წელს (ივ­ნი­სი­დან ნო­ემ­ბრამ­დე) მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში. 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან არის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მი­სა და არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე. იხილეთ სრულად

myquiz