"არ მინდა შვილები სიმდიდრით დავტვირთო. ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი" - მილიონერმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არაფერი უანდერძოს | Allnews.Ge

"არ მინდა შვილები სიმდიდრით დავტვირთო. ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი" - მილიონერმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არაფერი უანდერძოს

ცნობილმა ინგლისელმა მილიონერმა დეივ ფიშვიკმა გადაწყვიტა, რომ შვილებს არ უანდერძოს თავისი მილიონები. მან დამოუკიდებლად დააგროვა ქონება და მიაჩნია, რომ შვილები არ უნდა დატვირთოს სიმდიდრით და თავისი ფული მათ უნდა უანდერძოს, ვისაც ის სჭირდება.

51 წლის ფიშვიკმა ფული მიკროავტობუსების ბიზნესში დააგროვა. 16 წლისამ მიატოვა სწავლა და მუშაობა დაიწყო ისე, რომ უმაღლესუ განათლება არ მიუღია. 2008 წელს დააარსა "დეივის ბანკი" და მას მერე 27 მლნ გირვანქა სტერლინგზე მეტი გასცა კრედიტების სახით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.

ფიშვიკს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობს და ცხოველებს უცავს, ვაჟი კი პოლიციელია. მამას შვილებთან შესანიშნავი ურტიერთობა აქვს, თუმცა არ სურს შვილები უსაქმურებად აქციოს, რომელთაც არ ექნებათ მიზნები და სურვილები. იხილეთ სრულად

myquiz