"მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება შემდეგ ბრძოლაზე ჩემი ყელსაბამი გამომეტანა, მე ავდექი და ტატუ გავიკეთე" - მერაბ დვალიშვილი | Allnews.Ge

"მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება შემდეგ ბრძოლაზე ჩემი ყელსაბამი გამომეტანა, მე ავდექი და ტატუ გავიკეთე" - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი გარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბი­სა, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს თავს იმი­თაც ამახ­სოვ­რებს და აყ­ვა­რებს, რომ მუდ­მი­ვად იყე­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო უკეთ გა­აც­ნოს მთელ მსოფ­ლი­ოს.

დვა­ლიშ­ვი­ლის ფა­ნებ­მა კარ­გად იცი­ან მე­რა­ბის ყელ­სა­ბა­მის შე­სა­ხებ - მას ყო­ველ­თვის თან აქვს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ფორ­მის ყელ­სა­ბა­მი და ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მებ­რძოლ­მა ის რე­პორ­ტი­ო­რებ­საც აჩ­ვე­ნა.

რო­გორც დვა­ლიშ­ვილ­მა "სე­ტან­ტა სპორტთან" სა­უბ­რი­სას თქვა, მან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც ეწე­რა, რომ მომ­დევ­ნო ბრძო­ლის დროს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა ეს ყელ­სა­ბა­მი თან ჰქო­ნო­და, თუმ­ცა მან ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზას მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ფორ­მის ტატუ გა­ი­კე­თა.

"მომ­წე­რეს, მე­ი­ლი მო­მი­ვი­და, მი­თხრეს, რომ არ მქონ­და უფ­ლე­ბა შემ­დეგ ბრძო­ლა­ზე ჩემი ყელ­სა­ბა­მი გა­მო­მე­ტა­ნა, მე ავ­დე­ქი და ტატუ გა­ვი­კე­თე. ჩემი სა­ქარ­თვე­ლო მაქვს გულ­თან ახ­ლოს და ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, რომ ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვად­გი­ნო", - ამ­ბობს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი 5 მარტს რუს მე­ტო­ქეს, პი­ოტრ იანს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

myquiz