მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს | Allnews.Ge

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 6 თებერვალს გამოაცხადოს.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა დანიშნული, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები, ასევე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განჩინების გამოსატანად სათათბიროდ გავა.

გამორიცხული არ არის, მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

myquiz