10 შეცდომა, რომელსაც მშობლები შვილების აღზრდისას უშვებენ | Allnews.Ge

10 შეცდომა, რომელსაც მშობლები შვილების აღზრდისას უშვებენ

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით უამრავი საკითხი იჩენს თავს. ყოველდღიურად სახლში ბავშვებთან ერთად ყოფნა ადვილი არ არის და ამიტომ, ჩვეულებრივი მოვლენაა მშობლების მხრიდან შეცდომების დაშვება.

სტრესი, დაღლილობა, დროის ნაკლებობა, დაძაბულობა და ა.შ - ეს არის ის პრობლმები, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები აწყდებიან მათი აღზრდისას. ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა, რომელშიც მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ბავშვებმა უნდა იგრძნონ მშობლების სიყვარული, თუმცა მათ ასევე უნდა დააწესონ გარკვეული საზღვრები და დამოუკიდებლად განავითარონ საკუთარი პიროვნება.

ბავშვის აღზრდისას ყველაზე ხშირად განმეორებადი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში:

საფეხურები:

მოერიდეთ მათ ზედმეტად დაცვას:

რაც არ უნდა პატარა იყოს ბავშვი, მან უნდა იცოდეს საკუთარი პერსონა. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ზედმეტად იცავენ თავიანთ შვილებს იმის შიშით, რომ მათ შეიძლება რაიმე დაემართოთ. გარკვეულ ფარგლებში, ბავშვს უნდა მიეცეს თავისუფლება, რათა მეტად შეიცნოს საკუთარი თავი.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების მოსმენა:

ბევრჯერ მშობლები უარს ამბობენ შვილების მოსმენაზე. ხშირია ის ფაქტი, რომ ჩხუბის დროს მშობელი არ აძლევს ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას. დაძაბულ სიტუაციაში შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მიეცით ბავშვს საკუთარი თავისა და აზრის გამომჟღავნების საშუალება.

ნუ შეადარებთ ბავშვს სხვა ბავშვებს:

ხშირად, მშობლები საკუთარ შვილებს ადარებენ სხვა ბავშვებს, იქნება ეს და-ძმა, ბიძაშვილი თუ მეგობარი. ეს შეცდომაა, რადგან თითოეული ბავშვი განსხვავებულია. შედარებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითება და დაუცველობის განცდა.

მიაჩვიეთ ბავშვები, რომ ყველაფერი თვითონ გააკეთონ:

როდესაც ბავშვი მიაღწევს ასაკს, როდესაც მან უნდა შეასრულოს გარკვეული ამოცანები, დასჭირდება დამოუკიდებლობა. მაგალითად, საწოლის ალაგება, მაგიდის დალაგება, ოთახის დალაგება, ეს ყველაფერი შეიძლება მარტივი ჩანდეს, თუმცა გავლენას მოახდენს ბავშვის დამოუკიდებლობასა და ოჯახურ ურთიერთობაზე.

ნუ უყვირით ბავშვებს:

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა შვილების აღზრდაში. მრავალი სიტუაციის გამო წარმოქმნილი დაძაბულობა მშობლებს მოთბინებას აკარგვინებს და შვილებს უყვირიან. ასეთ შემთხვევებში თქვენ უნდა ეცადოთ იყოთ მომთმენი და ესაუბროთ ბავშვებს სერიოზულად და პირდაპირ, ყოველგვარი ყვირილის გარეშე. იხილეთ სრულად

myquiz