"საქართველოში COVID-ის ახალი, დღეში 500-მდე შემთხვევა აღინიშნება - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია" - ცერცვაძის განცხადება | Allnews.Ge

"საქართველოში COVID-ის ახალი, დღეში 500-მდე შემთხვევა აღინიშნება - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია" - ცერცვაძის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, დღე­ში 500-მდე - პან­დე­მი­ის სრულ დაძ­ლე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ცერ­ცვა­ძის თქმით, მსოფ­ლი­ო­ში „ომიკ­რო­ნი“ და მისი სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბი კვლავ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ შტა­მად რჩე­ბა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში COVID-ის ახა­ლი შტა­მი - "ორ­ტრუ­სი" გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში COVID-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძი­რი­თა­დად სტა­ბი­ლუ­რია, ხოლო COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მცი­რე­დით გა­ი­ზარ­და. ა.წ. 27 იან­ვარს ჯან­მო-მ კი­დევ ერთხელ გა­ა­ხან­გრძლი­ვა COVID-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ COVID პან­დე­მი­ის სრულ დაძ­ლე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა SARS-CoV-2-ის ვა­რი­ან­ტებს და სუბ­ვა­რი­ან­ტებს, მსოფ­ლი­ო­ში „ომიკ­რო­ნი“ და მისი სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბი კვლავ რჩე­ბა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ შტა­მად. გა­მარ­თლდა ვა­რა­უ­დი, რომ აშშ-ში დო­მი­ნან­ტუ­რი სუბ­ვა­რი­ან­ტი გახ­დე­ბო­და XBB1.5, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად „კრა­კე­ნი“ (Kraken) შე­არ­ქვეს. მას­ზე მო­დის შემ­თხვე­ვა­თა 60%-ზე მეტი. ეს შტა­მი უკვე გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ოს 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ით­ვლე­ბა, რომ XBB1.5 სუბ­ვა­რი­ან­ტი ყვე­ლა­ზე მეტი გა­დამ­დებ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, თუმ­ცა ამ სუბ­ვა­რი­ან­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე სხვა სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს არ აღე­მა­ტე­ბა. თუმ­ცა ის კვლავ რჩე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რად სა­სიკ­ვდი­ლო ვირუ­სად. რიგ ქვეყ­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნი­ა­ში ა.წ. 2 თე­ბერ­ვალს COVID-ით 397 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით იან­ვრის უმე­ტეს დღე­ებ­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 500-მდე COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ XBB1.5 სუბ­ვა­რი­ან­ტი ნაკ­ლე­ბად მგრძნო­ბი­ა­რეა სტან­დარ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის მი­მართ. ახა­ლი თა­ო­ბის ბი­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი კი ამ სუბ­ვა­რი­ან­ტის­გა­ნაც იცავს, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბის­გან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო კი­დევ ერ­თმა ახალ­მა სუბ­ვა­რი­ან­ტმა - CH.1.1, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად „ორ­ტრუ­სი“ (Orthrus) შე­არ­ქვეს. ეს სუბ­ვა­რი­ან­ტი პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში და ამ­ჟა­მად ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ახალ ზე­ლან­დი­ა­ში (40%-მდე) და უფრო ნაკ­ლე­ბად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბ­ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბა 1.5%-ია. ამ სუბ­ვა­რი­ან­ტმა ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია იმით, რომ შე­ი­ცავს L45R მუ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ნა­ნა­ხი იყო „დელ­ტა“ შტამ­ში. მარ­თა­ლია, ით­ვლე­ბა, რომ CH.1.1 მა­ინც „ომიკ­რო­ნის“ სუბ­ვა­რი­ან­ტია და არ წარ­მო­ად­გენს „ომიკ­რო­ნის“ და „დელ­ტა“ შტა­მის რე­კომ­ბი­ნანტს - ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ის შე­ი­ცავს დელ­ტა შტა­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ერთ მუ­ტა­ცი­ას (L45R), ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან ხომ არ იწ­ვევს ის უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, ვიდ­რე „ომიკ­რო­ნის“ სხვა სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბი.

ჩი­ნეთ­ში, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბით, კვლავ ძა­ლი­ან მა­ღა­ლია COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი უც­ნო­ბია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მცი­რე (დღე­ში 500-მდე), COVID ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის (300-მდე) და და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის (6-7%-მდე) მა­ტე­ბა. თუმ­ცა COVID გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კვლავ რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე და ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კის, ევ­რო­პის და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია XBB1.5 სუბ­ვა­რი­ან­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც, თუმ­ცა დო­მი­ნან­ტურ სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბად კვლავ რჩე­ბა ომიკ­რო­ნის BA2, BA5 და სხვა „ძვე­ლი“ სუბ­ვა­რი­ან­ტე­ბი. სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში CH.1.1 სუბ­ვა­რი­ან­ტის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა“,- აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

ცერ­ცვა­ძე რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც გას­ცემს და აცხა­დებს, რომ COVID-ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია მეტ სი­ფხიზ­ლეს და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას მო­ი­თხოვს. ის მო­სახ­ლე­ო­ბას რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე COVID ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„სა­დღე­ი­სოდ COVID სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ იმარ­თე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი რი­გი­თი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცია, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი COVID შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­გან და მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მო­ი­თხოვს მეტ სი­ფხიზ­ლეს და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კის პო­პუ­ლა­ცი­ა­ში.

ქვე­ყა­ნა­ში COVID სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი COVID-ის გვი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კის და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ტომ კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ყვე­ლამ ჩა­ი­ტა­როს COVID ტეს­ტი­რე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე (სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი­ვე დღეს) და COVID დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლოს მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მათ შო­რის დრო­ულ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან (ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა) და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე და­ბე­ჯი­თე­ბით ვთხოვ ოჯა­ხის და კლი­ნი­კე­ბის ექი­მებს ყვე­ლა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, თუ სტა­ცი­ო­ნა­რულ COVID ავად­მყოფ­თან სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (60 წელ­ზე მეტი ასა­კი, თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვ.) აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: "პაქსლო­ვი­დი" ან "რემ­დე­სი­ვი­რი", რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით (90%-მდე) ამ­ცი­რე­ბენ და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის ალ­ბა­თო­ბას. ამას ასე­თი ხაზ­გას­მით იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ გვხვდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ან კლი­ნი­კის ექი­მე­ბი, სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლებ­ლად თავს იკა­ვე­ბენ "პაქსლო­ვი­დის" ან "რემ­დე­სი­ვი­რის" გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, რი­თაც იზ­რდე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბის და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მო­სავ­ლის რის­კე­ბი“, - აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს, ცერ­ცვა­ძის თქმით, „მათი სიხ­ში­რე ბოლო პე­რი­ოდ­ში სტა­ბი­ლუ­რია და სე­ზო­ნის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა“.

„რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რია: A გრი­პი (ძი­რი­თა­დად H1 და H3 ქვე­ტი­პე­ბი), რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით, ადე­ნო­ვირუ­სე­ბით, რი­ნო­ვირუ­სე­ბით, პა­რაგ­რი­პის ვირუ­სე­ბით და არა COVID-ის გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბით ინ­ფექ­ცი­ე­ბი.

კვლავ კმა­ყო­ფი­ლე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მიერ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი (მათ შო­რის გრი­პიც) იმარ­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად, რა­ზეც მი­უ­თი­თებს ის ფაქ­ტი, რომ სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მხო­ლოდ 2 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა მა­შინ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად აშშ-ში CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ სე­ზონ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მარ­ტო გრი­პით სიკ­ვდი­ლო­ბის 17,000 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის 97 ბავ­შვი. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა თვით­დამ­შვი­დე­ბას მი­ვე­ცეთ და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რათა COVID-ის და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­დეს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და არ­ცერ­თი ავად­მყო­ფი არ დარ­ჩეს ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე“,- აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

myquiz