რა არის კატის ნაკაწრის დაავადება და რატომ არის საშიში ცხოველის ბეწვის გადაყლაპვა? | Allnews.Ge

რა არის კატის ნაკაწრის დაავადება და რატომ არის საშიში ცხოველის ბეწვის გადაყლაპვა?

ადა­მი­ა­ნებს ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ და სახ­ლში ძაღ­ლი, კატა ხში­რად მიჰ­ყავთ. მათ­თან თა­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს უყ­ვართ, თუმ­ცა თუ ცხო­ვე­ლი შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში არ იქ­ნე­ბა და ვერც ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას შევ­ძლებთ, შე­საძ­ლოა მათ­გან საკ­მა­ოდ მძი­მე და სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად, რა და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს ადა­მი­ანს ცხო­ვე­ლი­სა­გან და რამ­დე­ნად დიდი საფრ­თხეა და­კაწ­ვრა, ბეწ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა - აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე ექი­მი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დნენ. ეს რის­კე­ბი ბავ­შვთა ასაკ­შიც მა­ღა­ლია და თუ ყო­ველ­წლი­ურ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა­გან მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა. რო­გორც წესი, ძი­რი­თა­დად, სა­კი­თხი ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს ეხე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ინ­ფი­ცირ­დნენ რო­გორც ვირუ­სუ­ლი, ასე­ვე, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და სო­კო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტით და ასე შემ­დეგ. მათი გა­და­დე­ბის გზა სხვა­დას­ხვაა და და­ა­ვა­დე­ბე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვლინ­დე­ბა. არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ მძი­მე და სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­დაგ­ვე­დოს და არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც. ამი­ტომ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სწორ მოვ­ლას, ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­სა და გეგ­მი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

- რა პრობ­ლე­მებ­სა და გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა­გან სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბა?

- საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფექ­ცი­აა, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ცოფი. ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც, პრაქ­ტი­კუ­ლად, 100%-იანი ლე­ტა­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ძი­რი­თა­დად, ცო­ფის გა­და­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლის მხრი­დან და­ზი­ა­ნე­ბის, კა­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის, გა­კაწ­ვრის, დაკ­ბე­ნის შე­დე­გად მოხ­დეს. თუმ­ცა, თე­ო­რი­უ­ლად არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბაც, რომ თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ნერ­წყვი ადა­მი­ა­ნის ლორ­წო­ვან­ზე მოხ­ვდე­ბა, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ამ საკ­მა­ოდ სა­ში­ში ვირუ­სით და­ვინ­ფი­ცირ­დეთ. ამი­ტომ, ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისეთ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც, სამ­წუ­ხა­როდ, ცხო­ვე­ლებ­ში ჯერ კი­დევ გვხვდე­ბა ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოც ასე­თი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ და თუ ში­ნა­ურ­მა ცხო­ველ­მა და­ა­ზი­ა­ნა, დაკბი­ნა ან და­კაწ­რა ადა­მი­ა­ნი, დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს, ექიმ რა­ბი­ო­ლოგს და შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცია მი­ვი­ღოთ.

ასე­ვე, გა­მოვ­ყოფ­დი საკ­მა­ოდ ხშირ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად კა­ტებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას კა­ტის ნა­კაწ­რის და­ა­ვა­დე­ბას უწო­დე­ბენ. თა­ვად სა­ხე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ძი­რი­თა­დად გა­და­დე­ბა კა­ტის მხრი­დან გა­კაწ­ვრი­სა და კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს რო­გორც მსუ­ბუ­ქად, ასე­ვე საკ­მა­ოდ მძი­მე­დაც. მას საკ­მა­ოდ ბევ­რი სიმპტო­მი ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, ოფ­ლი­ა­ნო­ბი­თა და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბით, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი მი­და­მოს, მა­გა­ლი­თად, იღ­ლი­ის, სა­ზარ­დუ­ლი­სა თუ კის­რის მი­და­მოს, ასე­ვე შე­საძ­ლოა, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა მთელ ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დეს.

ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტით შე­საძ­ლოა, და­ვინ­ფი­ცირ­დეთ ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზით, რო­მე­ლიც ასე­ვე საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ა­ვა­დე­ბაა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოვ­ლი­ნე­ბა აქვს. ასე­ვე, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ბეწვს ვე­ხე­ბით, ხე­ლის არ­და­ბა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა პა­რა­ზი­ტის კვერ­ცხე­ბის გა­და­ტა­ნა და შემ­დეგ პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რია ტრან­სმი­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. არის სხვა­დას­ხვა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ტკი­პებს გა­და­აქვთ.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ტკი­პამ ადა­მი­ანს უკბი­ნოს და სხვა­დას­ხვა ტკი­პის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნაწ­ლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ში­ნა­ურ ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად, თუ ხე­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ და­ვი­ბანთ და ცხო­ვე­ლიც არა­ჰი­გი­ე­ნურ პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა, ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი გვქონ­დეს. მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლოა, მსუ­ბუ­ქი, სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ფორ­მის იყოს და, რა თქმა უნდა, სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ამი­ტომ, შე­საძ­ლოა, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­რა­ზი­ტუ­ლი, ვირუ­სუ­ლი, ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ტა­ნი გახ­დეს...წა­ი­კი­თეთ სრუ­ლად

myquiz