ლარსის საზღვარი ორივე მხრიდან დახურულია - როდის აღდგება მოძრაობა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით | Allnews.Ge

ლარსის საზღვარი ორივე მხრიდან დახურულია - როდის აღდგება მოძრაობა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით

რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა.

ირკვევა, რომ გზა დაკეტილია ქართული მხრიდანაც. ორივე შემთხვევაში, მიზეზი უამინდობაა.

შემოსავლების სამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, რომ სხვა შემზღუდავი ნორმა გარდა კლიმატური პირობებისა, არ არსებობს.

„გუშინ, გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ზვავსაშიშროების გამო მთლიანი გზა ლარსამდე ჩაკეტილია. სხვა რამე, შემზღუდავი ნორმა საქართველოს მხრიდან არ არსებობს“, - განუცხადეს შემოსავლების სამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს“.

გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ზვავსაშიშროება უკვე მოხსნილია, 2-3 საათში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ. იხილეთ სრულად

myquiz