როდიდან შეწყვეტს მერია ტაქსის ლიცენზიის გაცემას?
2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის დაწყებას შეეხება.
„2023 წლის 1-ლი აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. ეს ახალი ნებართვები გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, ვინც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ ერთ ფიზიკურ პირზე 1 ნებართვა გაიცემა.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ნებართვა, რომელიც გაიცემა 1-ლი აპრილიდან იქნება უკვე მუდმივი საკუთრება იმ პირისთვის და მეტ ლიცენზიას/ნებართვას მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. განაგრძეთ კითხვა