"მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო... მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით" - ნიკოლოზ წულუკიძე უდიდეს ტრაგედიასა და განცდებზე | Allnews.Ge

"მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო... მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით" - ნიკოლოზ წულუკიძე უდიდეს ტრაგედიასა და განცდებზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე ჟურ­ნალ OK!-სთან საუბ­რობს ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ და სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე ყვე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

"სახ­ლი­დან რომ გავ­დი­ო­დი, ლიფ­ტის სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი და თით­ქოს ღმერ­თს მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ისე ვცხოვ­რობ­დი, რო­გორც მინ­დო­და. იმ სარ­კე­ში აღარ ვი­ყუ­რე­ბი, სათ­ქმე­ლი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის

მე ჯერ იმის­თვი­საც არ ვარ მზად, სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ა­რო. მე ჯერ ბუ­რუს­ში დავ­დი­ვარ ხე­ლის ცე­ცე­ბით და ვცდი­ლობ, თა­ვი­დან ვის­წავ­ლო ცხოვ­რე­ბა. ამ­დე­ნი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი და­მე­სია, რათა ფეხ­ზე წა­მო­მა­ყე­ნოს. ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვიდ­გე იმის­თვის, რომ მერე სხვა წა­მო­ვა­ყე­ნო", - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე.

მან უფ­როს შვილ­ზე, სე­სი­ლი­ა­ზეც ისა­უბ­რა და თქვა, რომ ის ახლა უკვე დიდი გო­გოა რო­მე­ლიც ზრუ­ნავს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. "სე­სი­ლია ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. ის უფრო ზრუ­ნავს ახლა ჩვენ­ზე. სე­რი­ო­ზუ­ლი გო­გოა, მას პა­ტი­ვი უნდა სცე, ენის მო­ჩლე­ქით ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი. გარ­და იმი­სა, რომ მიყ­ვარს, პა­ტივს ვცემ სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ", - თქვა ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

მან გა­მო­ცე­მას­თან ნე­ა­პოლ­ში ვი­ზი­ტიც გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ "ნა­პო­ლის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, როცა სტა­დი­ონ­ზე ემო­ცი­ე­ბი დუღ­და, მას არ ჰქონ­და "ხა­ლა­სი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის გან­ცდა.""რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნე­ა­პოლ­ში ვი­ყა­ვი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ... იმ დროს, როცა სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი დუღ­და, მე არ მქონ­და შიგ­ნით ხა­ლა­სი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ემო­ცია... დრო უნდა, ალ­ბათ. ან დრო ვე­რა­ფერს შეც­ვლის", - თქვა ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძემ.

ცნო­ბის­თვის ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძის ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მისი 2 წლის შვი­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა.

იხილეთ სრულად