"ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის ფოტოები საჯაროდ წარადგინა | Allnews.Ge

"ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის ფოტოები საჯაროდ წარადგინა

"ვთვლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აქვს მი­ზა­ნი - მოკ­ლას სა­ა­კაშ­ვი­ლი", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტთან ალექ­სან­დრ ვან დერ ბე­ლენ­თან კი­ევ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ვან დერ ბე­ლენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო გა­დას­ცეს.“ოდეს­ღაც იგი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო. ისი­ნი [ფო­ტო­ე­ბი] და­ვით არა­ხა­მი­ამ გად­მომ­ცა. სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, რომ ნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”, - თქვა ზე­ლენ­სკიმ და სა­ჯა­როდ წა­რად­გი­ნა ფო­ტო­ე­ბი.

“ვთვლი, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა - რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ: ისი­ნი მას კლა­ვენ. თქვენ იცით, რომ მათ იგი მო­წამ­ლეს და ახლა ნელ-ნელა, ბო­დი­ში, კლა­ვენ”, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ამას­თან, ზე­ლენ­სკის თქმით, არ შე­დის გან­ხილ­ვა­ში, რის­თვის და­ა­კა­ვეს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რად­გან ეს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა სა­კი­თხია. “სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, რომ პრე­სა ხე­დავ­დეს რა ხდე­ბა: უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო წა­მე­ბა. არ გან­ვი­ხი­ლავ სა­კითხს - რის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ამის რა შე­დე­გე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. ეს მათი შიდა სა­კი­თხია.

მე ვლა­პა­რა­კობ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე, რო­მელ­საც ყო­ველ დღე სა­ჯა­როდ აწა­მე­ბენ. და ვფიქ­რობ, რომ მი­ზა­ნი აქვთ - იგი მოკ­ლან”, - თქვა ზე­ლენ­სკიმ.

myquiz