რა უნდა იცოდნენ მესაკუთრეებმა, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს? | Allnews.Ge

რა უნდა იცოდნენ მესაკუთრეებმა, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს?

ბი­ნის გამ­ქი­რა­ვე­ბელ­თა და დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თა შო­რის და­ვე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბი­ნე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე მე­სა­კუთ­რე­ებს უარს ეუბ­ნე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ბი­ნათ­მფლო­ბელ­თა ნა­წი­ლი უკვე წლე­ბია, არა მხო­ლოდ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან დგას.

2015 წლამ­დე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გამ­ქი­რა­ვე­ბელს შე­ეძ­ლო, ურჩი დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან პო­ლი­ცი­ის ძა­ლით გა­მო­ე­სახ­ლე­ბი­ნა, რის­თვი­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მხო­ლოდ სა­კუთ­რე­ბის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნა იყო სა­ჭი­რო. ამა­ვე წელს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გამ­ქი­რა­ვე­ბელს დამ­ქი­რა­ვებ­ლის გა­მო­სახ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლია, რაც სა­ცხოვ­რებ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცესს აჭი­ა­ნუ­რებს და მე­სა­კუთ­რეს პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

რამ­დე­ნად ხში­რია პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და რა ბერ­კე­ტე­ბი აქვს დამ­ქი­რა­ვე­ბელს, ამის შე­სა­ხებ „სა­მარ­თლის ჯგუ­ფის“ დი­რექ­ტორს, იუ­რისტ ანა ბაქ­რა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

რა ბერ­კე­ტე­ბი აქვს დამ­ქი­რა­ვე­ბელს, როცა გამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს აცხა­დებს?

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა უნდა მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, და­ა­დას­ტუ­როს რომ დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა და­არ­ღვია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იხ­დი­და ქი­რას, ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვადა გა­უ­ვი­და და დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებს ბი­ნის უკა­ნო­ნო ფლო­ბას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს და გა­მო­ი­ტანს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იხილეთ სრულად