"ბოლო ნახევარი წელი ბორჯომის ხეობაში ვარ... ცილნაწამებმა, დაღლილმა და ზურგში დანაჩარტყმულმა აქ ვიპოვე სავანე" - რას წერს ლუკა კურტანიძე? | Allnews.Ge

"ბოლო ნახევარი წელი ბორჯომის ხეობაში ვარ... ცილნაწამებმა, დაღლილმა და ზურგში დანაჩარტყმულმა აქ ვიპოვე სავანე" - რას წერს ლუკა კურტანიძე?

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ბოლო თვე­ე­ბი ბორ­ჯომ­ში, მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ამ­ბობს, რომ მძი­მე პე­რი­ო­დის შემ­დეგ სწო­რედ იქ იპო­ვა სა­ვა­ნე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ წელს კურ­ტა­ნუ­ძე ცოლს გა­შორ­და, რაც მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

წყვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძეს, ისე მი­ქა­ცა­ძეს - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან უკვე ჰყავ­დათ შვი­ლე­ბი.

"ეს პა­ტა­რა ბიჭი აფხა­ზეთ­ში ერთი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი მე­ოც­ნე­ბე ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც ტი­ტა­ნუ­რი შრო­მის, თავ­გან­წირ­ვის და სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აი, ამ გა­მარ­ჯვე­ბის ჟეს­ტში შეკ­რა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო! აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!! რო­გორ?! მე აფხა­ზი ქარ­თვე­ლი ვარ ადა­თი და წე­სით იქ და­ვი­ბა­დე იქ გა­ვი­ზარ­დე და მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე მთე­ლი მსოფ­ლიო ქარ­თუ­ლი დრო­შის ქვეშ ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნე! რამ­დე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?! მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 85 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერ­თად.... ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე კი 200 ქვე­ყა­ნა უყუ­რებ­და ფეხ­ზე დამ­დგა­რი ქარ­თუ­ლი დრო­შის გა­მარ­ჯვე­ბას! დიახ! უფ­ლის დი­დე­ბით შევ­ძე­ლი ექ­ვსჯერ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა ასე­ვე ექ­ვსჯერ! ასამ­დე სხვა­დას­ხვა ტურ­ნი­რე­ბის ჩემ­პი­ო­ნო­ბა!

აი იმ პა­ტა­რამ, აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბულ­მა, ქარ­თულ აფხა­ზუ­რი ადა­თი და წე­სით გაზ­რდილ­მა, დიახ! ეს შევ­ძე­ლი! აი ასე ერთ მუშ­ტად შევ­კა­რი მთე­ლი ერ­თი­ა­ნი ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო! ამ ტექსტს ვწერ ახლა არა იმი­ტომ რომ ვინ­მეს შე­ვახ­სე­ნო რომ მე ლუკა ელ­და­რი ნო­და­რის ძე კურ­ტა­ნი­ძე ვარ. არა! უბ­რა­ლოდ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში ვარ ეს ბოლო ნა­ხე­ვა­რი წელი... ზუს­ტად 38 წე­ლია ეს კუ­თხე მამ­ზა­დებ­და მსოფ­ლიო მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­პყრო­ბად და პირ­ვე­ლად მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ზუს­ტად დღეს 31 იან­ვარს მუხ­ლმოყ­რი­ლი მად­ლო­ბა მინ­და შევ­წი­რო წმინ­და გი­ორ­გის სადგრის მო­ნას­ტერ­ში, უფალს მა­მაღ­მერ­თს და იმ ან­გე­ლოზს, რო­მელ­საც 1985 წელს აქ სადგრის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შევ­თხო­ვე დიდი ოც­ნე­ბა...

აი იმ პა­ტა­რა ბიჭ­მა, რო­მელ­საც გამ­ზრდე­ლი მა­მი­დას ხელი ახ­ვე­ვია... მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა! ზუს­ტად 17 წლის შემ­დეგ ახდა ეს ოც­ნე­ბით შე­თხო­ვი­ლი ნატ­ვრა. პირ­ვე­ლად თე­ი­რან­ში 2002 წელს, შემ­დეგ ნუ- იორკში 2003 წელს... შემ­დეგ ბულ­გა­რეთ­ში 2017 წელს, შემ­დეგ მა­კე­დო­ნი­ა­ში 2018 წელს, თბი­ლის­ში 2019 წელს და 2021 წელს სა­ბერ­ძნე­თი. მად­ლო­ბა ამ სა­ქარ­თვე­ლოს ამ სა­ო­ცარ კუ­თხეს სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის ულა­მა­ზეს მთებს ტყეს მდე­ლოს, რაც მთა­ვა­რია აქ მა­ცხოვ­რე­ბელ ხალ­ხს.... მად­ლო­ბა თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის­თვის...

მი­ლი­ო­ნი მად­ლო­ბა ვერ გა­და­წო­ნის იმ მადლს, რაც ამ კუ­თხემ მომ­ცა... ეს მთე­ლი ის­ტო­რი­აა რო­მელ­საც აქ ვერ დავ­ტევ. მად­ლო­ბა შენ წმინ­დაო ზე­ცი­უ­რო ან­გე­ლო­ზო, რო­მელ­მაც შე­ის­მი­ნე ერთი აფხა­ზი ქარ­თვე­ლი ბი­ჭის ოც­ნე­ბა და ის აქ­ციე არა­მარ­ტო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნად, არა­მედ მი­ე­ცი მთე­ლი სამ­ყა­რო, რო­მელ­საც სამ­შობ­ლო­სად­მი უშ­რე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია! მად­ლო­ბა! ეს დრო ეს თვე­ე­ბი აქ ვი­პო­ვე სა­ვა­ნე ცილ­ნა­წა­მებ­მა, დაღ­ლილ­მა. სუ­ლით და­სე­რილ­მა... ზურ­გში დანა ჩარ­ტყმულ­მა... ისევ აქ იმ ან­გე­ლო­ზებს მი­ვე­ბა­რე რომ, ისევ აღვსდგე და ისევ სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვიბ­რძო­ლო! სად?! ყველ­გან სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბა იქ­ნე­ბა, სა­დაც სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­გან­წირ­ვა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო!! ბოლო ამუ­სუნ­თქვამ­დის უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! ამინ.... მად­ლო­ბა ჩემო ულა­მა­ზე­სო სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის ულა­მა­ზეო კარო ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბავ, უფ­ლი­სა და ან­გე­ლოზ­თა სა­ვა­ნევ... მად­ლო­ბა შენ იმე­დის­თვის" - წერს კურ­ტა­ნი­ძე.

myquiz