ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს? | Allnews.Ge

ვინ არის ბელგიელი სტალინისტი, ვინც აფრიკაში პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას ხელმძღვანელობს?

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ჩაღ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს რუ­სე­თის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და უკ­რა­ი­ნის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას აფ­რი­კის ფრან­გუ­ლე­ნო­ვან ქვეყ­ნებ­ში.

კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით Russospère ("რუ­სუ­ლი სფე­რო"), საფ­რან­გეთ­სა და და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს კო­ლო­ნი­ა­ლიზმსა და რუ­სო­ფო­ბი­ა­ში. უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებს კი "ნა­ცის­ტებს" და "სა­ტა­ნის­ტებს" უწო­დებს. ისი­ნი ადი­დე­ბენ "ვაგ­ნერს" და აქ­ვეყ­ნე­ბენ კონ­ტაქ­ტებს, რათა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცია შეძ­ლონ.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, პრო­რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ხელს უწყობს აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და კონ­ტი­ნენტზე უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის ნაკ­ლე­ბო­ბას.

BBC-ის ან­ტი­დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­უ­კავ­შირ­და 65 წლის ბელ­გი­ელ სტა­ლი­ნისტს, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რუ­სე­თის და PMC "ვაგ­ნე­რის" და­სა­ცა­ვად

128477778-russospherescreenshot-38909-1675241441.jpg

პოს­ტი "რუ­სოს­ფე­როს: ერთ-ერთ გვერ­დზე

"რუ­სოს­ფე­როს" აღ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ეს არის "ქსე­ლი რუ­სე­თის და­სა­ცა­ვად". იგი 2021 წელს შე­იქ­მნა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჯგუ­ფე­ბის სა­ხით, მაგ­რამ 2022 წლის თე­ბერ­ვლამ­დე, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამოქ­მედ­და და სწრა­ფად და­აგ­რო­ვა 80 000-ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი.

გან­სხვა­ვე­ბით რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის­გან, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ან ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, Russospère მოქ­მე­დებს Facebook-ზე, Twitter-ზე, YouTube-სა და Telegram-ზე.

ეს ონ­ლა­ინ­კამ­პა­ნია ბრი­ტა­ნუ­ლი Logically-ის კვლე­ვის სა­გა­ნია, რო­მე­ლიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­საკ­ვლე­ვად ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტს (AI) იყე­ნებს. შიდა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პლატ­ფორ­მი­სა და ღია მო­ნა­ცე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, Logically-ის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა შე­ის­წავ­ლეს კამ­პა­ნი­ის მას­შტა­ბე­ბი და აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი - ბელ­გი­ე­ლი კაცი, სა­ხე­ლად ლუკ მი­შე­ლი.

BBC-თან მი­შელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ "რუ­სოს­ფე­როს" უკან იდგა. მისი თქმით, კამ­პა­ნია ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას არ იღებს რუ­სე­თის­გან. მისი მტკი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს Wagner PMC-თან და მის ლი­დერ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­თან.

”მე ვმარ­თავ კი­ბერ ომს, მე­დია ომს... და პრი­გო­ჟი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნამ­დვილ ომს”, - გა­ნა­ცხა­და მან მე­დი­ას­თან.

128463055-michelwithcarpresident-39113-1675241499.jpg

მი­შელს ევ­რო­პა­ში თით­ქმის არ იც­ნო­ბენ, მაგ­რამ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი აფ­რი­კაა

კაილ უოლ­ტე­რი, Logically-ის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი, BBC-სთან ამ­ბობს, რომ Russospère მი­შე­ლის წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. მისი თქმით, თა­ვი­დან "ბო­ტე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლეს ჯგუ­ფე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, მაგ­რამ ახლა მათი მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რია აფ­რი­კის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა.

კა­და­ფის და პუ­ტი­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლიმი­შელ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა მშობ­ლი­ურ ბელ­გი­ა­ში, ნე­ო­ფა­შის­ტურ ჯგუ­ფებ­ში და­ი­წყო. 1980-იან წლებ­ში ის გახ­და ჟან ტი­რი­არ­ტის მიმ­დე­ვა­რი, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს. ტი­რი­არ­ტი ქა­და­გებ­და ნა­ცი­ო­ნალ-ბოლ­შე­ვიზმს და ოც­ნე­ბობ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ევ­რო­პა­ზე ვლა­დი­ვოს­ტო­კი­დან-დუბ­ლი­ნამ­დე, რო­მე­ლიც შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამე­რი­კას. იხილეთ სრულად

myquiz