მეტროსადგური "ვარკეთილი" 2 თვით დაიკეტება- როგორი იქნებაგანახლებული მეტროსადგური, რომლის სამუშაოებზეც 13.4 მლნ დაიხარჯება? | Allnews.Ge

მეტროსადგური "ვარკეთილი" 2 თვით დაიკეტება- როგორი იქნებაგანახლებული მეტროსადგური, რომლის სამუშაოებზეც 13.4 მლნ დაიხარჯება?

ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება.

2-1-1675237595-1675241122.jpeg

„ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარკვეული სამუშაოები წინა მერის პირობებში იყო განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება.

4-3-1675237619-1675241142.jpeg

იყო ძალიან ბევრი პრობლემა კომპანიებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის „ბადა კონსტრაქშენი“, რომელიც ასევე, ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს.

myquiz