სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობა ლევან ხაბეიშვილი? | Allnews.Ge

სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი - რა ქონებას ფლობა ლევან ხაბეიშვილი?

30 იან­ვრი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ახა­ლი თავ­ჯდო­მა­რე ჰყავს. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ოთხი კან­დი­და­ტი­დან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა სამი კონ­კუ­რენ­ტი, მათ შო­რის, ნიკა მე­ლია და­ა­მარ­ცხა და ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 52,58%-ი მი­ი­ღო.

ვინ არის ხა­ბე­იშ­ვი­ლი, სა­ი­დან მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, რა ქო­ნე­ბას ფლობს და ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ენმ-ს ახა­ლი თავ­ჯდო­მა­რე­ზე მო­გიყ­ვე­ბით:

imagetools0-70276-1675140562.jpg

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ხა­ბე­იშ­ვი­ლი 1987 წლის 7 მა­ისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ "მცი­რე აკა­დე­მი­ა­ში" მი­ი­ღო. 2006 წლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუტ "ბი-სი-ჯი"-ში მუ­შა­ობ­და.

"2008-2010 წელს უკვე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ისან-სამ­გორ­ში ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, 2010-2012 წლებ­ში კი ისან-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად," - ამ­ბობს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

2012 წლი­დან 2013 წლის მა­ი­სამ­დე ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფი­ნან­სურ სამ­სა­ხურ­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის აგ­ვის­ტომ­დე, სა­ნამ მე­რი­ი­დან "უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რაც სა­სა­მარ­თლოს სამ­მა ინ­სტან­ცი­ა­მაც და­ად­გი­ნა," დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

10178073-863067493719600-5266302456001117147-n-70472-1675140586.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი 2012 წელს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, 153-ე ად­გილს იკა­ვებ­და, 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი გახ­ლდათ.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხა­ბე­იშ­ვი­ლი ჩნდე­ბა პარ­ტი­ა­ში "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის." ის ასე­ვე იყო გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტია "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი და ერთ-ერთი ლი­დე­რი. მი­სი­ვე თქმით, "ახალ სა­ქარ­თვე­ლო­ში" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­შინ­დელ ლი­დე­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო გა­და­ვი­და.

2021 წელს "ტვ-პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ხა­ბე­იშ­ვილ­მა ვა­შა­ძის შე­სა­ხებ თქვა:

“მი­მაჩ­ნია, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძე ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ახალ­გაზ­რდაა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კა­ში იმ­დე­ნი შეც­დო­მა აქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, არ გა­მოდ­გა, დრომ აჩ­ვე­ნა. მისი ჭკუ­ის და ნი­ჭი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ალ­ბათ შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ, თუმ­ცა რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ვერ შედ­გა. ახ­ლაც ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გის ლან­ძღვით უნდა რომ და­იმ­კვიდ­როს ად­გი­ლი და ეს მი­ა­ნიშ­ნებს მხო­ლოდ სი­სუს­ტე­ზე. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რი­ქით იქ­ცე­ვი­ან“. განაგრძეთ კითხვა

myquiz