მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა - ცნობილია მისი მეუღლის ვინაობა | Allnews.Ge

მაგდა პაპიძე საპატიმროში გათხოვდა - ცნობილია მისი მეუღლის ვინაობა

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, მაგდა პაპიძე 8 წლის შემდეგ გათხოვდა. - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსი" ავრცელებს.

სამუდამო პატიმრობაში მყოფმა მაგდა პაპიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელი თავის თანაკლასელთან მოაწერა. როგორც გადაცემა "სტრიმის" სიუჟეტიდან ირკვევა, მაგდა პაპიძეს ჯერჯერობით ხანგრძლივი პაემანი არ მოუთხოვია.

ასევე, მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის ამ გზით კიდევ ერთხელ ცდილობს სასჯელი შეიმსუბქოს.

აღსანიშნავია, რომ მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. მისი საქმის განხილვაზე უარი თქვა სტრასბურგის სასამართლომაც.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარი მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი, მაგდა პაპიძე დააკავეს. ის ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში. გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპიძემ ქმარს უროთი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ხოლო მცირეწლოვანი გაგუდა.