სიგნალის გავრცელების ექსკლუზიური უფლება და უსამართლო ტარიფი - რატომ გათიშა "სტერეო +“ - მა "პალიტრანიუსის" მაუწყებლობა? | Allnews.Ge

სიგნალის გავრცელების ექსკლუზიური უფლება და უსამართლო ტარიფი - რატომ გათიშა "სტერეო +“ - მა "პალიტრანიუსის" მაუწყებლობა?

თით­ქმის ორი კვი­რაა, რაც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ მა­ყუ­რებ­ლე­ბის იმ ნა­წილს, ვი­საც მა­უ­წყებ­ლო­ბა­ზე წვდო­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ტე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ჰქონ­და, სიგ­ნა­ლი შე­ე­ზღუ­და. მა­უ­წყებ­ლო­ბის გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი კომ­პა­ნია "სტე­რეო+“ -სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ შო­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა გახ­და. ამა­საც თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს - სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც, დრომ გვიჩ­ვე­ნა, რომ არა მარ­ტო "პა­ლიტ­რა­ნი­უსს“, არა­მედ ყვე­ლა და­მო­უ­კი­დე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ას სე­რი­ო­ზულ ტვირ­თად აწევს.

რო­გორც ტვ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე გვიხ­სნის, ტე­ლე­კომ­პა­ნია არ ეთან­ხმე­ბა იმ უსა­მარ­თლო სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც "სტე­რეო +“ ატა­რებს. "კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ტე­ნით ტე­ლე­არ­ხე­ბის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს, აუ­დი­ტო­რია მცირ­დე­ბა და გა­და­ე­დი­ნე­ბა სხვა სა­კა­ბე­ლო, სა­ტე­ლი­ტით და ინ­ტერ­ნე­ტით სიგ­ნა­ლის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა აუ­დი­ტო­რი­ა­ში, სა­დაც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ დღემ­დე შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძობს მა­უ­წყებ­ლო­ბას. სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლო­გი­კუ­რია, "სტე­რეო+“-ის აბო­ნენ­ტე­ბის კლე­ბა უნდა ასა­ხუ­ლი­ყო მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რიფ­ზე (შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო), მაგ­რამ დღემ­დე ისევ 7 წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი ფა­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პა­ნი­ებს შო­რის ვერ მოხ­და შე­თან­ხმე­ბა“.

მა­უ­წყებ­ლო­ბის "მულ­ტი პლექ­სი­დან“ გა­თიშ­ვის­თა­ნა­ვე, 31 დე­კემ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, მა­ყუ­რე­ბელს მა­უ­წყებ­ლო­ბის გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი გა­აც­ნო და შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ დი­რექ­ტო­რი:

"იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ტე­ლე­ვი­ზია ან­ტე­ნით და­ი­ჭი­რონ, ამ სერ­ვისს ახორ­ცი­ე­ლებს კომ­პა­ნია "სტე­რეო+“ და ამა­ში თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი არ­ხია ჩარ­თუ­ლი. მას აქვს გავ­რცე­ლე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, ტა­რიფს კი, რო­გორც გვი­თხრეს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია უწე­სებს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს. ტა­რი­ფი შემ­დეგ­ნა­ი­რია -1 მე­გა­ბა­ი­ტი სიგ­ნა­ლის გავ­რცე­ლე­ბა 8 900 ლარი ღირს, მაგ­რამ კო­მი­სი­ამ მათ აქვე ჩა­უ­წე­რა, რომ უნდა მოხ­დეს მი­ნი­მუმ 2,2 მე­გა­ბა­ი­ტის გავ­რცე­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა მრავ­ლდე­ბა 2,2-ზე და შე­სა­ბა­მი­სად მი­ნი­მა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი შე­ად­გენს 22 ათას ლა­რამ­დე. ეს ხდე­ბო­და 2015 წლი­დან, მა­შინ, რო­დე­საც "მაგ­თი“ და "სილ­ქნე­ტი“ შე­და­რე­ბით სუს­ტი ოპე­რა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და იმ­დე­ნი აბო­ნენ­ტი არ ჰყავ­დათ, რამ­დე­ნიც დღეს, არც ინ­ტერ­ნე­ტის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბო­და ამ ხა­რის­ხით... 2015 წლის შემ­დეგ, ბა­ზარ­ზე გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა, რა­შიც მო­ი­აზ­რე­ბა ან­ტე­ნით ტე­ლე­არ­ხე­ბის მიმ­ღებ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ხოლო სა­კა­ბე­ლო, სა­ტე­ლი­ტით და ინ­ტერ­ნე­ტით სიგ­ნა­ლის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა აუ­დი­ტო­რი­ის ზრდა. ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბა­თა ცვა­ლე­ბა­დო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის­თვის 7 წლის წინ გან­სა­ზღვრუ­ლი და უც­ვლე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფი არა­რე­ლე­ვან­ტურ ფი­ნან­სურ ტვირ­თად იქცა.

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვერ ახერ­ხებს "მაგ­თის“ და "სილ­ქნე­ტის“ ჩარ­თვას და იმის­თვის, რომ მათ ჰქონ­დეთ მა­უ­წყებ­ლო­ბა, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ უნდა გა­და­ი­ხა­დოს 20-20 ათა­სი ლარი. ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ამ ტა­რიფს და ამი­ტომ კონ­ტრაქ­ტი გავ­წყვი­ტეთ და 30 დე­კემ­ბერს გა­თი­შეს მი­წის­ზე­და ციფ­რუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა. სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა მარ­ტო "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ პრობ­ლე­მა არ არის, ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მაა და ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას სე­რი­ო­ზულ ტვირ­თად აწევს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოხ­დეს სტე­რეო+-ის სერ­ვი­სის ხარ­ჯის სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებ­ში კონ­ვერ­ტა­ცია. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან მო­ი­ძი­ონ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ამ­ცი­რებს მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს.“

რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ა­ში გან­გვი­ცხა­დეს, ტე­ლე­მა­უ­წყე­ბელ­თა სიგ­ნა­ლის გავ­რცე­ლე­ბის ტა­რიფს არა კო­მი­სია, არა­მედ მულ­ტი პლექს ოპე­რა­ტო­რი, ანუ "სტე­რეო +“ ად­გენს და ის ხარ­ჯზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას აქვს ეჭვი, რომ ტა­რი­ფი, რო­მელ­საც ოპე­რა­ტო­რი სთა­ვა­ზობს, არ არის ხარ­ჯზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს შე­ის­წავ­ლის (კო­მი­სია და­ი­წყებს სა­კი­თხის შეს­წავ­ლას, გა­მო­ი­თხოვს ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, გა­დათ­ვლის და დარ­წმუნ­დე­ბა, ხარ­ჯზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია თუ არა ეს ტა­რი­ფი).

"მა­უ­წყებ­ლო­ბის კა­ნო­ნით, მუქ­სე­ბის ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ებს აქვთ ხარ­ჯზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ტა­რი­ფის შე­თა­ვა­ზე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ას აქვს ეჭვი, რომ მის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტა­რი­ფი არ არის ხარ­ჯზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ძვი­რია, უნდა მი­მარ­თოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას და კო­მი­სია შე­ის­წავ­ლის აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს“, - ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვი­პა­სუ­ხა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ.

ის, რომ ტა­რი­ფი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის დიდი ტვირ­თია, იმ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან ჩანს, რო­მელ­საც "სტე­რეო +“ ლა­მის ყო­ველ­წლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს და რიგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გა­თიშ­ვით ემუქ­რე­ბა ხოლ­მე. ასე­თი ბოლო გან­ცხა­დე­ბა 2022 წლის 27 ივ­ლისს გა­ავ­რცე­ლეს.

"ნე­ბის­მი­ე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის­თვის, ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­რი­ფი დიდი ტვირ­თია, თან - მძი­მე ტვირ­თი, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, მე­დი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბა და დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა, რათა რა­ღაც ოპ­ტი­მა­ლურ გა­მო­სა­ვალ­ზე შევ­ჯერ­დეთ“, - ამ­ბო­ბენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ველ­ში“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლი“ იმ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში იყო, რო­მელ­საც "სტე­რეო +“ გა­სულ წელს, დიდი ოდე­ნო­ბით და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო მა­უ­წყებ­ლო­ბის გა­თიშ­ვით ემუქ­რე­ბო­და (მათ შო­რის იყო "ობი­ექ­ტი­ვი“, "რუს­თა­ვი-2“, "ერ ბი ჯი“...) და კონ­ტრაქ­ტო­რებს მა­უ­წყებ­ლო­ბის აღ­დგე­ნას მხო­ლოდ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვის შემ­დეგ ჰპირ­დე­ბო­და...

"კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად და­ი­წყე­ბენ სა­უ­ბარს "სტრეო +“-თან - მოხ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, მათი პო­ზი­ცი­ის შე­ჯე­რე­ბაც და ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა. ვფიქ­რობ, მი­სა­ღე­ბია დი­ა­ლო­გი, პო­ზი­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუნ­დაც ხელ­შე­წყო­ბა (ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ დო­ნო­რე­ბიც). ნაკ­ლე­ბი იმე­დი მაქვს, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთავ­რო­ბა რამე როლს ითა­მა­შებს იმა­ში, რომ ყვე­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სად­გუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბა და სა­უბ­რის და­წყე­ბა.

აქ ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა "სილ­ქნე­ტი“, "მაგ­თი“, ან სა­კა­ბე­ლო ოპე­რა­ტო­რი და­ა­ყე­ნოს, ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო. გა­მო­დის, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლი წვდო­მა არ აქვთ ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იყე­ნე­ბენ ან­ტე­ნებს. თა­ვის დრო­ზე, სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის მოხ­და ამ მულ­ტიპ­ლექ­სის მიმ­ღე­ბე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბა. ამი­ტომ თუ იქ­ნე­ბა დი­ა­ლო­გი ამ თე­მა­ზე, ჩვენ ამის მომ­ხრე ვიქ­ნე­ბით იმი­ტომ, რომ ამ მო­საკ­რებ­ლის გა­დახ­და ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვი­საც საკ­მა­ოდ მძი­მე ტვირ­თია.“ - გვე­უბ­ნე­ბა "ტვ პირ­ვე­ლის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მე­ლა­ძე.

"მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლის აზ­რით, მძი­მე პი­რო­ბებ­ში მყო­ფი მე­დი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვა და მულ­ტიპ­ლექ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბა:

"ისე­დაც მძი­მე პი­რო­ბებ­ში მყო­ფი მე­დი­ის­თვის შე­ღა­ვა­თის გა­წე­ვა, ცხა­დია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და კო­მი­სი­ამ უნდა გა­დად­გას ეს ნა­ბი­ჯი (მულ­ტიპ­ლექ­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კო­მი­სი­ის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია, მათ შო­რის მაგ ნა­წილ­შიც რე­პორ­ტინგს აკე­თებს, რო­გორც მახ­სოვს). ვი­ნა­ი­დან მულ­ტიპ­ლექ­სიც კერ­ძო კომ­პა­ნი­აა და მა­საც აქვს ხარ­ჯე­ბი, მე­ო­რეს მხრივ კი არის მე­დია კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში არი­ან, სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - ამ­ბობს თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლი.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მულ­ტი პლექს ოპე­რა­ტორ "სტე­რეო +“-ს, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ა­ში ჩვენს კი­თხვებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა არ ისურ­ვეს.

myquiz