"გამოწვეულია ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებით" - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ | Allnews.Ge

"გამოწვეულია ყარაყუმის უდაბნოდან მტვრის მასების გავრცელებით" - რას აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ

ბოლო დღე­ე­ბია, თბი­ლის­ში მტვრის სქე­ლი ფენა თვალ­ში­სა­ცე­მია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში მტვრის მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის მა­ტე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყა­რა­ყუ­მის უდაბ­ნო­დან მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში, 18 იან­ვრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, ასე­ვე, დე­და­ქა­ლაქ­ში, ფიქ­სირ­დე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10, PM2.5) მა­ტე­ბა, რაც, ძი­რი­თა­დად, ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და იგი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყა­რა­ყუ­მის უდაბ­ნო­დან (ცენ­ტრა­ლურ აზია) მტვრის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის მი­ზე­ზი ზუს­ტდე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის მიერ, სხვა­დას­ხვა მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც სა­ჭი­რო­ებს გარ­კვე­უ­ლი დროს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრან­სა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს და მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნაა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.