"ნეტავ, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა" - რას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ვენერა ობოლაშვილი | Allnews.Ge

"ნეტავ, ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა" - რას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ვენერა ობოლაშვილი

2009 წელს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ვე­ნე­რა ობო­ლაშ­ვი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ობო­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ "რუს­თა­ვი 2"-მა ჩა­წე­რა. ინ­ტერ­ვი­უს ანონ­სი უკვე გავ­რცელ­და და ობო­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა.

"თა­ვი­დან რომ შე­ვე­დი ცი­ხე­ში პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბი მე­რი­დე­ბოდ­ნენ, თით­ქოს რა­ღაც შიში ჰქონ­დათ...ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და წოწ მა­რია... ნე­ტავ ასე­თი სი­სუ­ლე­ლე არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა", - ამ­ბობს ობო­ლაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ 2009 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ობო­ლაშ­ვი­ლი კონ­ტაქ­ტში მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებ­თან შე­დი­ო­და, ცდი­ლობ­და მათი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას, რის შე­დე­გა­დაც თაღ­ლი­თუ­რი გზით იფორ­მებ­და მათ კუთ­ვნილ; ბი­ნებს.შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია, რომ 1984 წელს ვე­ნე­რა ობო­ლაშ­ვილ­მა მოკ­ლა მას­თან ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი 1941 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი იური იურ­კი­ნი და მისი ბინა 4000 აშშ დო­ლა­რად გა­ყი­და.

2008 წელს მოკ­ლა მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი 1956 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ანა­ტო­ლი კა­ლინ­კა და მისი ბინა 50 000 ამე­რი­კულ დო­ლა­რად გა­ყი­და.

2009 წელს მოკ­ლა 1930 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­რია არ­ზა­მა­სე­ვა და მისი ბინა 20 000 ამე­რი­კულ დო­ლა­რად გა­ყი­და. და­კა­ვე­ბულ­მა აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი.