"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა | Allnews.Ge

"ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება" - როგორია საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­გა­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, მა­მუ­კა ოთი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმი­სას დაჭ­რი­ლი ორი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ხოლო მე­სა­მე, 24 წლის მა­მა­კა­ცი, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მძი­მე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში უკე­თე­სია.

"ორი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დი­ლი­სათ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ერთი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად მძი­მედ არის, დი­ნა­მი­კა­ში უკე­თე­სია, თუმ­ცა მისი ზო­გა­დი მდგო­მა­რო­ე­ბი­დან, ტრამ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

ამ­ჟა­მად, ჩვენ­თან სამი პა­ცი­ენ­ტი გა­ნაგ­რძობს მკურ­ნა­ლო­ბას.

ერთი პა­ცი­ენ­ტი თვა­ლის ტრამ­ვის გამო გა­და­ვი­და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში და იმ კლი­ნი­კი­და­ნაც გა­წე­რი­ლია ბი­ნა­ზე, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ერთი პა­ცი­ენ­ტი მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­წე­რი­ლია ჩვე­ნი კლი­ნი­კი­დან და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ოთი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

myquiz