ყოფილმა თანაკლასელებმა "უენსდეის“ ვარსკვლავი პერსი უაითი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს | Allnews.Ge

ყოფილმა თანაკლასელებმა "უენსდეის“ ვარსკვლავი პერსი უაითი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს

მსა­ხი­ო­ბი პერ­სი ჰა­ინს უა­ი­თი, რო­მე­ლის Netflix-ის ცნო­ბილ სე­რი­ალ­ში „უენსდე­ის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რია, სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მსა­ხი­ობს ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს რამ­დე­ნი­მე გო­გო­ნა, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ იც­ნობ­დნენ უა­ითს, რო­დე­საც ის ჯერ კი­დევ ტო­რონ­ტო­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ინ­ცი­დენ­ტე­ბი მან მა­შინ ჩა­ი­დი­ნა, რო­დე­საც 17-დან 20 წლამ­დე იყო.

ყვე­ლა­ფე­რი Twitter-ზე ერთი პოს­ტით და­ი­წყო. მომ­ხმა­რე­ბელს მეტ­სა­ხე­ლად @milkievich, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა გო­გო­ე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. ჰეშ­თე­გი #cancelpercy ამ­ჟა­მად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. გო­გო­ნე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ პერ­სი და მისი მე­გობ­რე­ბი წვე­უ­ლე­ბებს აწყობ­დნენ, სა­დაც გო­გო­ნებს სას­მელს სთა­ვა­ზობ­დნენ, რათა მათი უმ­წე­ო­ბით ესარ­გებ­ლათ და სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ.

r1r70bzdpwk37vag8ngiwh8cwddprbwz-39556-1674291761.jpg

"ის წვე­უ­ლე­ბის დროს თავს და­მეს­ხა, რო­დე­საც ძა­ლი­ან მთვრა­ლი ვი­ყა­ვი. და მე არ ვარ ერ­თა­დერ­თი", - წერს ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მსა­ხი­ო­ბი მუდ­მი­ვად ავიწ­რო­ებ­და თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, ეუბ­ნე­ბო­და მათ უცენ­ზუ­რო სი­ტყვებს, უგ­ზავ­ნი­და თა­ვის ინ­ტი­მურ ფო­ტო­ებს და ასე­ვე აქ­ვეყ­ნებ­და ინ­ტერ­ნეტ­ში გო­გო­ნე­ბის გულ­წრფელ ფო­ტო­ებს მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ თქვა, რომ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვა სცა­და, მაგ­რამ მისი ჩვე­ნე­ბა არ მი­ი­ღეს.

”მან აღი­ა­რა, რომ მისი სახ­ლის სარ­დაფ­ში გა­მა­უ­პა­ტი­უ­რეს და რო­დე­საც და­მი­რე­კა, ყვე­ლა­ზე მე­ტად ის აწუ­ხებ­და, პო­ლი­ცი­ა­ში გან­ვა­ცხა­დე თუ არა და არა ის, კარ­გად ვი­ყა­ვი თუ არა”, - წერს მომ­ხმა­რე­ბე­ლი @desireecameron Twitter-ზე.

ერთ-ერთი გო­გო­ნა ამ­ტკი­ცებს, რომ პერ­სიმ ის 14 წლის ასაკ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. სკო­ლის წლებ­ში მსა­ხი­ობ­თან ნაც­ნო­ბო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მო­იყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე ერ­თობ­ლი­ვი ფოტო, ასე­ვე მი­მო­წე­რის სკრინ­შო­ტი.

თა­ვად უა­ითს მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, გა­მორ­თუ­ლი აქვს კო­მენ­ტა­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

befunky-collage5555-39711-1674291791.jpg

გო­გო­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ იმ ფაქ­ტზეც, რომ პერ­სი სე­რი­ალ­ში თა­ვის კო­ლე­გას­თან, ჯენა ორ­ტე­გას­თან თავ­ხე­დუ­რად იქ­ცე­ო­და პრე­სის ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და მკერ­დზე ხე­ლიც კი ჩა­მო­უს­ვა.

პერ­სი უა­ით­მა მსა­ხი­ო­ბო­ბა შვი­დი წლის ასაკ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბა ჯენა ორ­ტე­გას კლა­სე­ლის, ქსა­ვი­ერ ტორ­პის როლ­მა მო­უ­ტა­ნა, სე­რი­ალ­ში „უენსდეი“. მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ უა­ით­სა და ორ­ტე­გას რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ჰქონ­დეთ.

myquiz