"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს" - რას ამბობს ოსიმენი "კვარაზე"? | Allnews.Ge

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია, წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს" - რას ამბობს ოსიმენი "კვარაზე"?

იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" თავ­დამ­სხმელ­მა ვიქ­ტორ ოსი­მენ­მა Radio Kiss Kiss-სთან გა­ნა­ცხა­და, რომ "იუ­ვენ­ტუს­თან" მო­გე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა სი­ხა­რუ­ლის გამო ბედ­ნი­ე­რი იყო, "კრე­მო­ნე­ზეს­თან" წა­გე­ბა კი მტკივ­ნე­უ­ლი გახ­ლდათ... მისი თქმით, შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაა სა­ჭი­რო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "სა­ლერ­ნი­ტა­ნას­თან" და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან...

ოსი­მე­ნის თქმით, მწვრთნე­ლი ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტი მის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა, ვარ­ჯი­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტაქ­ტი­კა­ზე ხში­რად მუ­შა­ო­ბენ, მი­ზა­ნი მხო­ლოდ სკუ­დე­ტო რო­დია, რა­მე­თუ "ნა­პო­ლი" ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დია, სე­ზო­ნის ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა ფა­ნებ­თან ერ­თად უნდა იზე­ი­მონ.

მან ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზეც ისა­უბ­რა.

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".

myquiz