ქვეყნები, რომლებიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან - რამდენად გაამართლა ექსპერიმენტმა?
4-დღიან სამუშაო კვირაზე საუბარი კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა აქტუალური, როდესაც დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იქამდე არსებული სამუშაო პრაქტიკის გადაფასება დაიწყეს.
იდეა მარტივია - დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოს 5 დღის მაგივრად 4 დღეში შეასრულებენ, ანაზღაურება კი არ შეეცვლებათ.
პროდუქტიულობისა და სამუშაო/პირადი ცხოვრების მომავლად შერაცხილი 4-დღიანი სამუშაო კვირის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ მეთოდის იმპლემენტაციით დასაქმებულთა კეთილდღეობის ხარისხი იზრდება.
2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ პრაქტიკაზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა, სამსახურის გაცდენის შემთხვევები კი შემცირდა. გაუმჯობესდა იმგვარი ინდიკატორები, როგორებიცაა კეთილდღეობის თუ დაღლილობის დონე. ამასთან, ორგანიზაციების შემოსავალმა, დაახლოებით, 38%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით, რაც ბიზნესების ზრდაზე მიუთითებს.
პროფკავშირები ევროპის მასშტაბით მთავრობებს აქტიურად მოუწოდებენ 4-კვირიან სისტემაზე გადასვლისკენ. სააგენტო Euronews-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ახალ მეთოდზე გადასვლა.
ბელგიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა ნებაყოფლობითი გახდა
2022 წლის თებერვალში ბელგიელმა დასაქმებულებმა მიიღეს უფლება 4-დღიან სამუშაო დღეზე გადასულიყვნენ ხელფასის დაკლების გარეშე. კანონი ძალაში ნოემბერში შევიდა და რეჟიმის არჩევა დასაქმებულის ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამუშაო შეუმცირდებათ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ იმედოვნებს, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრის მოქნილობის გაზრდას, ეკონომიკას უფრო დინამიკურს გახდის და ადამიანებს პირადი ცხოვრების კარიერასთან შერწყმას გაუადვილებს.
„მიზანი ისაა, რომ ხალხს და კომპანიებს მეტი თავისუფლება მიეცეთ სამუშაო დროის განსასაზღვრად“, - თქვა დე კრუმ. იხილეთ სრულად