გამუდმებით გეყინებათ ხელ-ფეხი? - გასწავლით, როგორ გაითბოთ | Allnews.Ge

გამუდმებით გეყინებათ ხელ-ფეხი? - გასწავლით, როგორ გაითბოთ

როგორიც არ უნდა იყოს ამინდი, ხელები და ფეხები ყოველთვის ცივი გაქვთ? ჩვენ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან აიცილოთ. საფეხურები:

მიირთვით გულისთვის სასარგებლო საკვები. შეეცადეთ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა და გულის მუშაობის ხარისხი. ამისათვის შეეცადეთ უფრო ხშირად მიირთვათ გულისთვის სასარგებლო საკვები, როგორიცაა: ცხიმიანი თევზი, თხილი, ზეითუნის ზეთი, ხილი და ბოსტნეული, ორაგული, ბანანი, შავი შოკოლადი.

დაიძინეთ წინდებით. თბილი წინდები გაათბობს თქვენს ფეხებს, დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.

მიირთვით მეტი სანელებლები. კურკუმა, ჯანჯაფილი, წიწაკა და სხვა სანელებლები ზრდის სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

დალიეთ ცხელი სასმელები. მაშინაც კი, თუ არ გცივათ, ფინჯანი ცხელი ჩაი, ყავა ან ჯანჯაფილის ჩაი დაგეხმარებათ სხეულის ტემპერატურის ამაღლებაში, ასევე სითბოს უფრო თანაბრად გადანაწილებაში. იხილეთ სრულად