როგორ უნდა ამოვიცნოთ სწავლის უნარის და მეტყველების დაქვეითება სკოლამდელ და მომდევნო ასაკში - დისლექსიის ნიშნები | Allnews.Ge

როგორ უნდა ამოვიცნოთ სწავლის უნარის და მეტყველების დაქვეითება სკოლამდელ და მომდევნო ასაკში - დისლექსიის ნიშნები

სწავლის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს ძალიან მტკივნეულად განიცდიან ბავშვებიც და მათი მშობლებიც. ამ პრობლემების ერთ-ერთი ხშირი მიზეზი დისლექსიაა - სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. რა თქმა უნდა, პრობლემის დროულ აღმოჩენაზე დიდწილადაა დამოკიდებული ბავშვის განვითარება და მის მომავალი. როგორ ამოვიცნოთ დისლექსია და რა ნიშნები ახასიათებს მას სხვადასხვა ასაკში? ამის შესახებ ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი მედეა ზირაქიშვილი წერს:

წინასასკოლო პერიოდის ნიშნები დისლექსიის დროს:

  • თავს არიდებს და უჭირს ლექსების სწავლა/თქმა. ვერ იმახსოვრებს, ვერ მღერის საბავშვო რითმებს.
  • უჭირს მარტივი ორეტაპიანი დავალებების შესრულება (რამდენიმეეტაპიანი დავალების მიყოლის სირთულე, ვერ იმახსოვრებს ეტაპების თანმიმდევრობას)უჭირს მიმართულებების განსაზღვრა.
  • ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას.
  • უჭირს ანბანის ასოების ამოცნობა.
  • აქვს უფრო მწირი ლექსიკა, ვიდრე იმავე ასაკის სხვა ბავშვებს;
  • უჭირს ახალი სიტყვების სწავლა.

7-8 წლის ასაკის ბავშვების დისლექსიის ნიშნებია:

  • უჭირს ასოების დამახსოვრება /სწავლა, ბგერას და სიმბოლოს ვერ აკავშირებს ერთმანეთთან.
  • მისთვის დამაბნეველია ასოები, რომლებიც გამოსახულებით ჰგვანან ერთმანეთს, ან ჟღერადობა აქვთ მსგავსი .
  • უჭირს ხშირად გამოყენებული სიტყვების ამოკითხვაც კი, როგორიცაა მაგალითად კატა, განსაკუთრებით თუ არ ახლავს ვიზუალური განმამტკიცებელი.
  • ჩაანაცვლებს სიტყვებს ხმამაღლა კითხვის

იხილეთ სრულად