"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება? | Allnews.Ge

"17 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება?

სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს ხში­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით ხოლ­მე. ამ სა­ა­ხალ­წლოდ ამე­რი­კა­ში მყოფ ცუცა კა­პა­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც ცუცა გვე­უბ­ნე­ბა, მე-17 წელი და­ი­წყო, რაც ამე­რი­კა­შია. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე კი არის, მაგ­რამ 4 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას.

გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი შეხ­მი­ა­ნე­ბა და მის­თვის ჩვე­ულ სტილ­ში სულ ხუმ­რო­ბა­სა და სი­ცილ-სი­ცილ­ში ჩა­ვი­წე­რეთ ეს ინ­ტერ­ვიუ.

- სექ­ტემ­ბერ­ში 17 წელი გახ­დე­ბა, რაც ამე­რი­კა­ში ვარ და არც კი მგო­ნია, თუ ამ­ხე­ლა დრო გა­ვი­და. თით­ქოს ახლა ჩა­მო­ვე­დიო. არ მინ­და, წლე­ბი და­ვით­ვა­ლო... ვერ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რი არ ვი­ყა­ვი - ტე­ლე­ვი­ზია, თე­ატ­რი, ბევ­რი რამ იყო, დრო იქაც გარ­ბო­და, მაგ­რამ, მას მერე, რაც დე­და­მი­წის ღერ­ძი გა­და­ი­ხა­რა, ვფიქ­რობ, ცხოვ­რე­ბა უფრო აჩ­ქარ­და. მალე თენ­დე­ბა და ღამ­დე­ბა. მო­ი­ხე­დავ და წე­ლიც გა­ვი­და... სკო­ლა­ში, ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვსწავ­ლობ­დი, დრო რო­დის გა­ვი­დო­და, იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ სწავ­ლა მალე და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა... სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მაც თით­ქოს მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა გა­აქ­რო, ყო­ველ წუთ­ში შე­გიძ­ლია, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ნე­ბის­მი­ერს და­ე­ლა­პა­რა­კო. ამან ბევ­რი რამ კი გა­ა­ად­ვი­ლა, მაგ­რამ იმა­ზე არ ვფიქ­რობთ, რომ ამ აჩ­ქა­რე­ბა­ში წლე­ბი მალე რომ მოგ­ვე­მა­ტა.

- რო­დე­საც ასაკ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ინც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, თით­ქოს ნაკ­ლე­ბად ბერ­დე­ბა... მი­მაჩ­ნია, რომ შენ ასეთ ადა­მი­ან­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი...

- მარ­თა­ლი ხარ, მაგ კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, არ მინ­და, ასაკ­ზე ვი­ფიქ­რო, თუმ­ცა ასაკს არ ვმა­ლავ. 2 იან­ვარს 63 წლის გავ­ხდი. ამას რომ ვამ­ბობ, მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ჩერ­დი, არ თქვაო. ხან­და­ხან რომ ვცელ­ქობ, ვან­ცობ, ვცეკ­ვავ, ვმხი­ა­რუ­ლობ, ჩემი კლა­სე­ლე­ბი მწე­რენ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ გი­ყუ­რებთ, გვგო­ნია, ასა­კი არ გვე­მა­ტე­ბაო... ერთი მხრივ, ეს კარ­გია. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს თა­ვის სევ­და, სა­ფიქ­რა­ლი, რა­საც ზოგ­ჯერ ვე­რა­ვის მო­უყ­ვე­ბა და არც არის სა­ჭი­რო ზედ­მე­ტი წუ­წუ­ნი. რომ ივიშ­ვი­შო, რას გიშ­ვე­ლის?!. უა­რე­სია. ამი­ტომ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, აბა, გამ­ხნევ­დი, შენი თა­ვის პატ­რო­ნი შენ ხარ. ცუდ­ზე არ იფიქ­რო, გა­ი­ღი­მე, იცეკ­ვე, იმ­ხი­ა­რუ­ლე... ესეც თე­რა­პი­აა და სხვა­ნა­ი­რად არც გა­მო­დის. თან, ამ დროს სხვებ­საც ამ­ხნე­ვებ...

cucakapanadze-8-33564-1674027144.jpg

- 2 იან­ვარს, ბე­დო­ბას ყო­ფილ­ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი...

- სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, სო­ლო­ლაკ­ში მაქვს პა­ტა­რა ბინა და და­ბა­დე­ბის დღეს იქ აღ­ვნიშ­ნავ­დი. ინ­სტი­ტუ­ტის მე­გობ­რე­ბი 1-ელში მო­დი­ოდ­ნენ, თე­ატ­რის - ხალ­ხი 2-ში. ისი­ნი ახ­ლაც ასე არი­ან, ნა­წი­ლი 1-ელ­შიც მი­ლო­ცავს, ნა­წი­ლი - 2-ში... სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბა ჩემი სი­მაღ­ლის ვარ­დებს მიგ­ზავ­ნი­და. დღემ­დე არ ვიცი, ვინ იყო. რო­მე­ლი ინგა მე ვი­ყა­ვი, ან რო­მე­ლი მურ­ტა­ლო ის იყო, მაგ­რამ ასე ხდე­ბო­და. ვარ­დე­ბი მე­ზობ­ლის ბიჭს ამოჰ­ქონ­და. ვინ გა­მო­გა­ტა­ნა-მეთ­ქი? - ვე­კი­თხე­ბო­დი. არ ვიცი, ვი­ღაც კაცი იყოო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz