"სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში | Allnews.Ge

"სიკვდილის არ მეშინია. ლამაზი ცხოვრებით ვიცხოვრე" - რას ამბობდა ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში

15 იან­ვარს, 84 წლის ასაკ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ რუს ჟურ­ნა­ლისტს ქსე­ნია სობ­ჩაკს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა YouTube არ­ხის­თვის "Cution: Sobchak". გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

უკ­რა­ი­ნა

ახლა რაც ხდე­ბა, ამაზ­რზე­ნია. რა­საც იქ გა­უწ­ვრთნე­ლი ბი­ჭე­ბი აკე­თე­ბენ, ეს არის შე­მო­სე­ვა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არ დათ­მო­ბენ თა­ვი­ანთ მი­წას. რუ­სეთ­ში არის ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ ეში­ნია, მაგ­რამ თუ რუსი ადა­მი­ა­ნის სული პრო­ტეს­ტით იფეთ­ქებს, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა. პუ­ტინ­მა სამ­შობ­ლო და­ან­გრია, ასე­თი სან­ქცი­ე­ბი არა­ვის ჰქონ­და, ღმერ­თმა ქნას, ეს უკა­ნას­კნე­ლი იყოს. თუ ზე­ლენ­სკი და­თან­ხმდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ამან შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნას. თუ ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, მო­ლა­პა­რა­კე­ბა სთხო­ვოს, ზე­ლენ­სკის ხელი ჩა­მო­არ­თვას და სახ­ლში წა­ვი­დეს. ამას მთე­ლი რუ­სე­თი და­ა­ფა­სებს.

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შე­სა­ხებ

"კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა და მა­მა­ცი. მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ. უკ­რა­ი­ნა ახლა გა­თა­ვი­სუფ­ლდა ბევ­რი რა­მის­გან, რაც გა­მო­ი­გო­ნა და და­ა­წე­სა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა", - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

მან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს სთხო­ვა, სა­ა­კაშ­ვილს დახ­მა­რე­ბო­და, - "მან (ზე­ლენ­სკიმ) თქვა: "ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ". მე­სა­მე დღეს ეს ქალი [ომ­ბუდსმე­ნი] ჩა­მო­ვი­და, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა“, - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

მა­მის შე­სა­ხებ

"მა­მა­ჩე­მი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, ქერჩში გა­უ­ჩი­ნარ­და. მერე პა­რიზ­ში შევ­ხვდი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის პრე­ზი­დენტს, ვკი­თხე, იც­ნობ თუ არა ასეთ ადა­მი­ანს და ფოტო ვაჩ­ვე­ნე. მი­პა­სუ­ხა, რომ იცო­და, მაგ­რამ სხვა გვა­რი ჰქონ­და. 1955 წელს დე­და­ჩემ­მა კა­რის ქვეშ წე­რი­ლი იპო­ვა და გა­არ­კვია, რომ მა­მა­ჩე­მი ფრონტზე არ მომ­კვდა­რა, რო­გორც ყვე­ლას გვე­გო­ნა. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ რო­მე­ლი­ღაც სახ­ლში დე­და­ჩე­მის მე­გო­ბა­რი სტუმ­რობ­და ტყვე­ო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ კაცს. 1955 წელს ცო­ცხა­ლი იყო, ამი­ტომ სად­მე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან ძნე­ლია გა­ი­ზარ­დო მა­მის გა­რე­შე", - თქვა კი­კა­ბი­ძემ.

მსა­ხი­ო­ბის მამა კონ­სტან­ტი­ნე კი­კა­ბი­ძე ომის კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. დიდი სა­მა­მუ­ლო ომის დროს, 1942 წლის დე­კემ­ბერ­ში, ქერ­ჩის მახ­ლობ­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და.

გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას შე­სა­ხებ

"ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო ადა­მი­ა­ნი იყო. როცა და­ნე­ლია გარ­და­იც­ვა­ლა, თით­ქოს ხელი მო­მაჭ­რეს", - იხ­სე­ნებ­და კი­კა­ბი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე და რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი და­ნე­ლია 45 წელი მე­გობ­რო­ბენ. ერ­თმა­ნე­თი 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს ფილმზე - "არ და­ი­დარ­დო!“ მუ­შა­ო­ბი­სას გა­იც­ნეს. რო­დე­საც და­ნე­ლია 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, კი­კა­ბი­ძემ თქვა, რომ "თით­ქოს მარ­ჯვე­ნა ხელი მოკ­ვე­თეს“. მან ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მე­გობ­რის სიკ­ვდი­ლი. ვახ­ტან­გი და­ნე­ლი­ას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად არ მი­სუ­ლა, რად­გან 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის სა­ზღვა­რი არას­დროს გა­და­ეკ­ვე­თა.

სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ

"სამი დღის წინ თავს ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ­დი. დავ­წე­ქი და ვუ­თხა­რი: "უფა­ლო, წა­მიყ­ვა­ნე, რო­გორ, არა მა­ინ­ტე­რე­სებს“. ერთი თირკმე­ლი არ მუ­შა­ობს. ჰე­მო­დი­ა­ლიზს ვი­კე­თებ, ეს ხდე­ბა კვი­რა­ში სამ­ჯერ, ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასუფ­თა­ვე­ბენ სის­ხლს, მერე თრომ­ბე­ბიც ჩნდე­ბა. მე­გო­ნა რომ მოვმკვდა­ი­ყა­ვი, უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და. ჩემი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ისაა, რომ სიკ­ვდი­ლის არ მე­ში­ნია. მე ვი­ცხოვ­რე ლა­მა­ზი, ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბით. ხან­და­ხან ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ, იქ სი­წყნა­რეა... სან­თელს ვან­თებ...“ - ამ­ბობ­და კი­კა­ბი­ძე ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში.