"რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! აქ იდეისთვის ვიბრძვი" - რას ამბობს ქართველი ექიმი ფრონტის ხაზიდან | Allnews.Ge

"რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ ტყვიისთვის შემეშვირა შუბლი?! აქ იდეისთვის ვიბრძვი" - რას ამბობს ქართველი ექიმი ფრონტის ხაზიდან

რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს მძი­მე შობა და ახა­ლი წელი გა­უ­თე­ნეს. "ერ­თმორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის“ არც ძვე­ლით ახა­ლი წლის­თვის და­ი­შუ­რეს "სი­ურპრი­ზე­ბი“. თუმ­ცა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არი­ან. ფრონ­ტის ხა­ზი­დან მებ­რძო­ლი-ექი­მი ქეთი ლეშ­კა­შე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გო­რი გან­წყო­ბით ხართ, ომის მო­გე­ბის იმე­დი გაქვთ?

- კი, იმე­დი კი არა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ომს მო­ვი­გებთ და ეს ძა­ლი­ან მალე მოხ­დე­ბა. ჩვენ ისე­თი ლი­დე­რი გვყავს...

- პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ეს ადა­მი­ა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის სტი­მუ­ლია. ჩვენ რომ ის ბახ­მუ­ტში ვნა­ხეთ, მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­ორ­მაგ­და. მე ერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა გული, ქარ­თვე­ლებს რომ არ გვყავს ასე­თი ლი­დე­რი. პი­რი­ქით, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმას ცდი­ლობს, რო­გორ­მე ჩაკ­ლას ქარ­თვე­ლებ­ში მებ­რძო­ლი სული. რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას, მარ­თლა ვერ ვხდე­ბი. იცით, ამ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რისი მე­ში­ნო­და?! რუ­სებს კი არა, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მო­ე­წყო ჩვენ­თვის "სი­ურპრი­ზი“.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ გული ძა­ლი­ან დაგ­ვწყვი­ტეს, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლე­ბის პატ­რი­ო­ტიზ­მი, სამ­შობ­ლო­სად­მი თავ­და­დე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნეს. ჩვენ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დარ­ტყმა იყო. რა ფული?! რო­გორ გვა­კად­რეს?! გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ღა­ცე­ბი მე­მუქ­რე­ბი­ან, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს მწე­რენ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში. მე ნამ­დვი­ლად არა­ვი­სი მე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ, გული მწყდე­ბა, რომ არ­სე­ბო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მტრე­ბის ნაც­ვლად სამ­შობ­ლოს­თვის მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სძულთ. მე რას მე­მარ­თლე­ბი­ან, გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი ომის და­წყე­ბამ­დე, ჩემი პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ­დი.

რა გა­ჭირ­ვე­ბა უნდა მქო­ნო­და, რომ ტყვი­ის­თვის შე­მეშ­ვი­რა შუბ­ლი?! მე აქ იდე­ის­თვის ვიბ­რძვი. მწამს, რომ თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოც შეძ­ლებს ნამ­დვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz