14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან? | Allnews.Ge

14 ბინა თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, მიწის ნაკვეთები და ფასიანი ქაღალდები - რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატი გურიიდან?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის. ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ, რო­მე­ლიც გუ­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბით.

ის 2020 წელს დე­პუ­ტა­ტი მე­ო­რედ გახ­და, მა­ნამ­დე 2004 -2008 წლებ­ში მე - 6 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან.

chigo111-45220-1673681658.jpg

ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე 1967 წელს და­ი­ბა­და. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბით: გა­და­ზიდ­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორტზე.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა: 2010 - 2014 წლე­ბი: კო­ნო­თე­ატ­რი "აპო­ლო" - დი­რექ­ტო­რი

1999 - 2004 წლე­ბი: "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე

1998 - 1999 წლე­ბი: "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

1997 - 1998 წლე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი

1996 - 1997 წლე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ტა­რი­ფო-სა­ექ­სპე­დი­ციო სა­წარ­მოს უფ­რო­სი

1993 - 1996 წლე­ბი: სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცია "საბა-21-ის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი

1987 - 1988 წლე­ბი: თბი­ლი­სის კო­ნი­ა­კის ქ-ის ვა­გო­ნის გამ­ცი­ლე­ბე­ლი

1985 - 1987 წლე­ბი: სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი

1985 - 1985 წლე­ბი: ღვი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის სა­რე­მონ­ტო სამ­შე­ნებ­ლო სამმ-ს მუშა

1985 - 1985 წლე­ბი: თბი­ლი­სის კო­ნი­ა­კის ქ-ის მუშა

ჩი­გო­გი­ძის ბიზ­ნეს­კა­რი­ე­რა 1993 წლი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის ასო­ცი­ა­ცია "საბა-XXI-ის“ კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი დახ­და. სამი წლის შემ­დეგ რკი­ნიგ­ზა­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც 2004 წლამ­დე "საქრკი­ნიგ­ზა­ექ­სპე­დი­ცი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და. იხილეთ სრულად