ვის აღარ ეხება 40 საათიანი სამუშაო კვირა - მთავრობამ ბიზნესის ნაწილს სამუშაო გრაფიკი შეუცვალა
გასული წლის მიწურულს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებული ჩამონათვალი დაამტკიცა. შედეგად, შემცირდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, სადაც სამუშაო საათები კვირაში 48 საათს შეადგენდა.
მაგალითისთვის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ვაჭრობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის, ასევე ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება. შესაბამისად, იმ დარგებში რომელიც ამ ჩამონათვალში აღარ არის, სამუშაო საათები კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს.
მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებია:
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა;
- დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D);
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E);
- ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H);
- ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;