რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"? | Allnews.Ge

რა დაადგინა ქარტიამ საქმეზე "სოფიო კვინიკაძე ეკო ფანგანის წინააღმდეგ"?

11 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა საქ­მე­ზე - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ეკო ფან­გა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ". ქარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა ქარ­ტი­ის მე-7 პრინ­ცი­პი და­არ­ღვია, მაგ­რამ არ და­ურ­ღვე­ვია ქარ­ტი­ის მე-10 პრინ­ცი­პი.

ყვე­ლა­ფე­რი კი ერთი სი­უ­ჟე­ტით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის” გა­და­ცე­მა­ში „იმე­დის დღე” გა­ვი­და. სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ეკო ფან­გა­ნის სი­უ­ჟე­ტის მთა­ვა­რი გმი­რიც ის გახ­ლდათ, რის შემ­დე­გაც კვი­ნი­კა­ძემ ქარ­ტი­ას მი­მარ­თა.

სა­და­ვო მა­სა­ლის სა­თა­უ­რი გახ­ლდათ - "სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე - პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხე­უ­ლის მი­მართ თუ ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა?". ჟურ­ნა­ლის­ტმა ეკო ფან­გან­მა სი­უ­ჟე­ტი წარ­მო­ად­გი­ნა რუბ­რი­კა­ში „სტი­ლი ეკო ფან­გან­თან ერ­თად".

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობ­და:

"ჭარბ წო­ნა­ზე ამ სა­უ­კუ­ნე­ში ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობთ, არის სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბე­ბი, ხან არის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა ჭარბ წო­ნას­თან, თუმ­ცა ამ ბოლო დროს და­ი­წყო ასე­თი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა - love your body, შე­იყ­ვა­რე შენი სხე­უ­ლი და პი­რი­ქით გახ­და ჭარ­ბი წო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბა. მე მინ­და და­ვი­წყო ეს ამ­ბა­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­თი, ბლო­გე­რით, რო­მე­ლიც არის პლუს საიზ მო­დე­ლი, რაც ნიშ­ნავს - დიდი ზო­მის ტან­საც­მლის რეკ­ლა­მი­რე­ბას ვინც აკე­თებს, იმ ადა­მი­ა­ნებს ჰქვი­ათ. ის მოღ­ვა­წე­ობს კო­რე­ა­ში და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბით, რო­გორც ჩანს, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრან­გუ­ლი მო­დუ­რი გა­მო­ცე­მის ყდა­ზე ვნა­ხეთ მისი ფო­ტო­ე­ბი... ეს არის ყდა, love your body და ხე­დავთ, ალ­ბათ, ცოტა სრუ­ლი ტა­ნის, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნე­ბი იღე­ბენ ამ ფო­ტო­გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ".

● „ესეც ერ­თგვა­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა იმი­სა, რომ შე­ვიყ­ვა­როთ ჩვე­ნი თავი, რად­გან ასე­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბი დის­ნე­ის მულ­ტფილ­მებ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ასე­თი პუტ­კუ­ჩე­ბი მთა­ვარ როლ­ში. აქამ­დე სულ პრინ­ცე­სე­ბი, თხე­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ... აი, ხე­დავთ ბი­ან­კას, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნდა ცეკ­ვა, მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად არ აფა­სებს, სულ ეუბ­ნე­ბა ისეთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს მის ნაკ­ლებს გა­რეგ­ნო­ბის - კი­სე­რი არ გი­ვარ­გა, მუ­ცე­ლი არ გი­ვარ­გა..."

screenshot-4-74115-1673595906.jpg

● "ინ­გლი­სურ სტა­ტი­ებ­ში იყო ასე­თი ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლი, რომ, უფრო მეტ, სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებ­ზე იყო აქ­ცენ­ტი­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ ფუ­ფუ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, თით­ქოს, ხო, პი­რი­ქით არის - კარ­გად ჭამს, კარ­გად ცხოვ­რობ­სო, პი­რი­ქით ყო­ფი­ლა, იმ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ შე­იძ­ლე­ბა დრო, სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბონ და შე­სა­ბა­მი­სად, ასე ქუ­ჩა­ში უც­ბად იღე­ბენ ასეთ საკ­ვებს. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არის ეს ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­პი­რის­პი­რო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, პრო­პა­გან­და, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამის ნორ­მა­ლი­ზე­ბა, რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის ზე­მოთ, რად­გან ის ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ აღიქ­ვა­მენ, ის კი არა, რომ ქმარს მოს­წონს, ქმარს და ცოლ­საც შე­იძ­ლე­ბა არ მოს­წონ­დეთ, მაგ­რამ იმათ არ აქვთ ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა. სწო­რედ ვერ აღიქ­ვა­მენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მას. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი კვლე­ვის შე­დე­გი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ აღიქ­ვამს, არ აქვს ამის დრო, უბ­რა­ლოდ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მსვერ­პლი, შემ­დეგ და­ი­ღუ­პოს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში”.

● "ყვე­ლამ მარ­თლა უნდა შე­იყ­ვა­როს თა­ვი­სი თავი და სტე­რე­ო­ტი­პებს არ უნდა და­ვემ­სგავ­სოთ, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე მა­ინც შე­ვე­ცა­დოთ, რომ ეს არ მოხ­დეს, რად­გან ჩვენ და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბიც ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი­ვე სხე­უ­ლით, აქაც ოქ­როს შუ­ა­ლე­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია”.

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე მი­იჩ­ნევ­და, რომ გა­და­ცე­მა წა­ა­ხა­ლი­სებ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბულ სტიგ­მას და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ გან­წყო­ბას, რომ ყო­ველ­გვარ ჭარბ წო­ნას არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა იწ­ვევს. მისი თქმით, ამას ამ­ტკი­ცებ­და გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში ეკ­რან­ზე აჩ­ვე­ნებ­დნენ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც fast food-ს [სწრა­ფი კვე­ბა] მი­ირ­თმევს.

ქარ­ტი­ის საბ­ჭომ მი­იჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნამ­დვი­ლად და­ირ­ღვა ქარ­ტი­ის მე-7 პრინ­ცი­პი და ჟურ­ნა­ლის­ტმა ხელი შე­უ­წყო დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას/გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჟურ­ნა­ლის­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, ერ­კვე­ო­დეს, რას ნიშ­ნავს დის­კრი­მი­ნა­ცია და მისი წა­ხა­ლი­სე­ბა, სტიგ­მა და სენ­სი­ტი­უ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი.

ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­დი­ამ სიფრ­თხი­ლით უნდა აჩ­ვე­ნოს ისე­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის გამ­ძაფ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, რუბ­რი­კის და­სა­წყის­ში ჩა­ნან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სწრა­ფი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, ეს შე­საძ­ლოა აძ­ლი­ე­რებ­დეს მო­საზ­რე­ბას, რომ ყვე­ლა ჭარ­ბი წონა არა­ჯან­სა­ღი კვე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ფო­ტო­ებ­ში ვხე­დავთ მხო­ლოდ ქა­ლებს, რაც ასე­ვე სტე­რე­ო­ტი­პუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­ტი­ის მე-10 პრინ­ციპს: "ჟურ­ნა­ლის­ტმა პა­ტი­ვი უნდა სცეს ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას და არ შე­იჭ­რას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, თუ არ არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი“. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკო ფან­გა­ნი გა­მარ­თლდა და საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, რომ მას მე-10 პრინ­ცი­პი არ და­ურ­ღვე­ვია.

სო­ფია კვი­ნი­კა­ძე ამ­ბობ­და, რომ მან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას წი­ნას­წარ გა­ნუ­მარ­ტა, რომ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მისი ფო­ტო­ე­ბი და უარი უთხრა კო­მენ­ტარ­ზე. ტე­ლე­ვი­ზი­ამ ფო­ტო­ე­ბი მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნა და ისა­უბ­რა მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. მისი თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­აჟ­ღე­რა მისი სა­ხე­ლი გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ, არა­სან­დო წყა­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნილ ფრაგ­მენ­ტებს, რაც მას რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ანს აყე­ნებ­და.

ქარ­ტი­ის საბ­ჭოს პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ჯა­რო, თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნია. „ინ­ტე­რე­სი“ არ ნიშ­ნავს რო­მე­ლი­მე პი­რის სუ­ბი­ექ­ტურ სურ­ვილს, რომ იცო­დეს სხვა პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, არა­მედ ობი­ექ­ტუ­რად უნდა დად­გინ­დეს, რამ­დე­ნად იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბის ცოდ­ნა.

სო­ფიო კვი­ნი­კა­ძის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე მოხ­ვედ­რის ფაქ­ტის მი­მართ შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ინ­ფორ­მა­ცია დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად გა­ა­შუ­ქა, შე­სა­ბა­მი­სად, საბ­ჭომ მე-7 პრინ­ცი­პი მი­იჩ­ნია დარ­ღვე­უ­ლად, მე-10 პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვა კი არ და­ად­გი­ნა.

ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე განმცხა­დე­ბელს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, სა­ჯა­როდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი წყა­რო­ე­ბი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან" - წე­რია საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნულს სო­ფია კვი­ნი­კა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და და­წე­რა:

- აჰა ბა­ტო­ნო! რატო გაბ­რაზ­და ეს გო­გოო, მა­გა­ზე კაის მეტი არა­ფე­რი უთ­ქვამთ იმ გა­და­ცე­მა­შიო, ვინც იძახ­დით. მი­ზე­ზი, ახ­სნი­ლი და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რა­ტომ გავ­ღი­ზი­ან­დი და არ მინ­დო­და იქ გა­მო­ჩე­ნა. ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ნა­წი­ლი არ მი­იჩ­ნი­ეს დარ­ღვე­უ­ლად, რა­საც ვე­ლო­დი...

საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვრცლად...

myquiz