„შენ ყველაფერი გაქვს, ჩემგან განსხვავებით" - როდის იქცევა ოჯახი ბავშვისთვის ტვირთად და როგორ აზიანებს მის ფსიქიკას | Allnews.Ge

„შენ ყველაფერი გაქვს, ჩემგან განსხვავებით" - როდის იქცევა ოჯახი ბავშვისთვის ტვირთად და როგორ აზიანებს მის ფსიქიკას

ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო და საყვარელი ადგილი უნდა იყოს, სადაც მხარდაჭერასა და დახმარებას ელის. მაგრამ ზოგჯერ ოჯახი ტავად იქცევა ბავშვისთვის ტვირთად. ასეთ ოჯახს ფსიქოლოგები "ნარცისულ ოჯახებს" უწოდებენ. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა წერს, რას ნიშნავს ასეთი ოჯახი და რით აზიანებს ის ბავშვის ფსიქიკას.

"ეს არის ე.წ „ფასადური ოჯახები“,სადაც მშობლები შვილებს შეუსაბამო/ შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ. სადაც "ხალხი რას იტყვის" ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც ადამიანებთან შინაგანად ხდება. მაგ: „ჩვენ ჩიხლაძეები ასე არ ვიქცევით “. ოჯახურ სისტემაში ბავშვის მიმართ არის თავსმოხვეული, დაკისრებული როლები და ისიც იძულებულია მას მხარი დაუჭიროს, იყოს ერთგული და პირნათლად შეასრულოს ეს როლი.

ზოგჯერ ამ წესების და დაკისრებული როლების ილუზიას მხოლოდ ერთი მშობელი ქმნის. ბავშვს მეორე მშობლის დაყრდნობაც არ შეუძლია, რადგან მეორე მშობელი სხვადასხვა გზით იწყებს თავდაცვას: ავადმყოფობით, თამაშით, ალკოჰოლიზმით ან გარბის. იდეალური ოჯახის სურათს უარყოფის გამოცდილება უერთდება. ბავშვს მხოლოდ მაშინ შეუძლია თავი საჭიროდ იგრძნოს, თუ სასურველ ქცევას გამოავლენს. არასასურველ ქცევას კი მშობელი პასუხობს სიცივით, აგრესიით, წყენით, რასაც ძალიან მტკივნეულად იტანს.

თუ დედას ბავშვის მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა ან მისი ცხოვრება გაუარესდა, უჭირს ბავშვის, როგორიც არის ისეთის, შეყვარება. მამა შეიძლება იყოს განცალკევებული, სხვაგან გაქცეული: კარიერაში, გატაცებებში, ავადმყოფობაში, ალკოჰოლში სხვადასხვა ადდიქციებში. ან ბავშვის მიმართ დღესასწაულივით იშვიათად იჩენდეს სითბოს. ბავშვს დასკვნა გამოაქვს, რომ მასზე უარს ამბობენ, რომ ის ნაკლოვანია ან არასაკმარისად კარგი. განაგრძეთ კითხვა

myquiz