"16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სახ­ლი უკვე აღარ გვქონ­და. ქი­რით ვცხოვ­რობ­დით" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება | Allnews.Ge

"16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სახ­ლი უკვე აღარ გვქონ­და. ქი­რით ვცხოვ­რობ­დით" - ცნობილი მომღერლების უცნობი ცხოვრება

ბაბი კირ­კი­ტა­ძე და თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან. თათა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, მაგ­რამ მი­აჩ­ნდა, რომ ეს მისი ჰობი იყო. სა­მო­მავ­ლოდ პრო­ფე­სია ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით აირ­ჩია, რა­საც დრო და ენერ­გი­აც და­უთ­მო, თუმ­ცა ჰობ­მა თავი ისევ შე­ახ­სე­ნა და ახლა უკვე ის მისი ერთ-ერთი და ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­აც არის... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ბის, ისიც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და დღეს უკვე ცნო­ბი­ლი ბენ­დის წევ­რია.

ბაბი კირ­კი­ტა­ძე ერთი თვის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო... 23 ოქ­ტომ­ბერს ბენდმა კას­პში "კას­პო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით იმ­ღე­რა, რის­თვი­საც მე­რი­ის­გან 12 ათა­სი ლარი მი­ი­ღო.

რო­გო­რია თა­თას და ბა­ბის ცხოვ­რე­ბა სცე­ნის მიღ­მა და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდათ ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ვად ჰყვე­ბი­ან:

ბაბი კირ­კი­ტა­ძე:

- საკ­მა­ოდ ბევ­რი სირ­თუ­ლით იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. "ფლა­ე­რე­ბიც" და­მი­რი­გე­ბია ქუ­ჩა­ში. ამა­ში არა­ფე­რი სა­თა­კი­ლო არ არის. პი­რი­ქით, მე სულ მქონ­და მო­ტი­ვა­ცია, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით შე­მექ­მნა რა­ღა­ცე­ბი. 16-17 წლის ვი­ყა­ვი, როცა სახ­ლი უკვე აღარ გვქონ­და. ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ოჯახს. რა საქ­მეც მხვდე­ბო­და, არა­ფერ­ზე უარს არ ვამ­ბობ­დი. დე­და­ჩემს ჰქონ­და პა­ტა­რა მა­ღა­ზია და თა­ვი­დან ამ მა­ღა­ზი­ის­თვის და­ვი­წყე "ფლა­ე­რე­ბის" და­რი­გე­ბა, მიმ­ტა­ნო­ბაც მიც­დია, რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯე­რიც ვყო­ფილ­ვარ. ზო­გა­დად მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი გაზ­რდი­ლი და უცებ ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, ჩემი მშობ­ლე­ბი ამას გა­ნიც­დიდ­ნენ. 18 წლის ვი­ყა­ვი რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე.

35645520-249351182285209-8708936552245362688-n-63103-1673421953.jpg

შემ­დეგ უამ­რა­ვი სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე. ერთ დღე­საც ვნა­ხე გან­ცხა­დე­ბა, რომ შო­უს­თვის ეძებ­დნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც სიმ­ღე­რა უნდა სცოდ­ნო­და. მე დე­დას­თან ერ­თად წა­ვე­დი კას­ტინგზე. ამის შემ­დეგ და­ი­წყო კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა. უკვე აღ­ვნიშ­ნე, რომ სახ­ლი არ გვქონ­და და ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მო­მი­წია ფიქ­რი იმა­ზე, რომ ყო­ვე­ლი თვი­დან ქირა იყო გა­და­სახ­დე­ლი. ასე გრძელ­დე­ბო­და 9 წელი და რო­გორც იქნა სახ­ლი ვი­ყი­დე. მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ვინც ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე შეხ­ვედ­რია. მად­ლო­ბა მე­გობ­რებს - რომ არა ისი­ნი ვერ შევ­ძლებ­დი ამ ბი­ნის ყიდ­ვას.

განაგრძეთ კითხვა

myquiz