"წონის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი"- ქართველი ფიტნეს-ინსტრუქტორის გულახდილი ინტერვიუ | Allnews.Ge

"წონის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი"- ქართველი ფიტნეს-ინსტრუქტორის გულახდილი ინტერვიუ

24 წლის თიკო ყაველაშვილი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორია. ის უკვე 7 წელია სხვებს ეხმარება სწორი კვებითა და ვარჯიშის მეშვეობით სხეულის სასურველი ფორმების მიღებაში. გამორჩეული გარეგნობის გამო, მის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და შესაბამისად, მუდმივი განხილვის თემაა მისი ვიზუალიც.

- 12 წელი სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი. ეს იყო: ხელბურთი, ფეხბურთი, ცოტა ხანს ძალოსნობაზეც ვიარე, ასევე კრივზეც, კინგბოქზე, მაგრამ ერთხელაც, ხელბურთის თამაშისას ტრავმა მივიღე, მუხლი დავიზიანე, ამის შემდეგ კი დიდ სპორტში ყოფნას ვეღარ შევძლებდი. ვარჯიშის და მუხლის "გაძლიერებას" ვფიქრობდი და სწორედ იმ დროს გამოჩნდა დავით ქაცარავა, რომელმაც თავის დარბაზში ინსტრუქტორობა შემომთავაზა. მისი წყალობით ასეც მოხდა. მაშინ 17 წლის ვიყავი, ყველა საჭირო მომზადება გავიარე, რაშიც შედიოდა სერტიფიცირება და პრაქტიკაც. ამავდროულად ვვარჯიშობდი და დაზიანებულ ფეხზე ვზრუნავდი. მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რაც უკვე შემდგარი ინსტრუქტორი ვარ და ჩემი სამსახური მომწონს.

1-copy-1672646618-1673328616.jpeg

- თქვენს ოჯახზეც მიამბეთ, სად გაატარეთ ბავშვობა და ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან, რომელს გინდოდათ გაჰყოლოდით?- ბავშვობა ფონიჭალაში გავატარე. 12 წლის ვიყავი, საცხოვრებლად ვარკეთილში რომ გადავედით. დიდი ოჯახი მაქვს და ყველანი ერთად ვცხოვრობთ. დედა 47 წლისაა, მამა 50-ის. 5 დედმამიშვილი ვართ: 4 გოგონა და ყველაზე უმცროსია ბიჭი. და-ძმას შორის უფროსი ვარ. ხელბურთის თამაში სულ მინდოდა. ერთხელაც სკოლაში გუნდი შეკრეს და იქ სათამაშოდ მეც შემარჩიეს. სამჯერ გავხდი საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მეკარე, გუნდიც ხშირად ხდებოდა გამარჯვებული, პირველ თუ არა, საპრიზო ადგილებს მაინც ვიკავებდით. თავდაპირველად ჩემიანებს არ ესიამოვნათ, სპორტის ეს სახეობა რომ ავირჩიე, თან მეკარე ვიყავი, მაგრამ გარკვეულ წარმატებებს რომ მივაღწიე, პირიქით, ყველანაირად მხარში დამიდგნენ. მოკლედ, წარმატებული მეკარე ვიყავი და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად გვქონდა გასვლითი შეკრებები, თამაშები. ერთხელ ბელორუსშიც გავხდი მათი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე. აქედან გამომდინარე, დიდ გეგმებს ვისახავდი, ხელბურთის თამაშს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაპირებდი, რადგან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის სამზადისის დროს, 2 თვით ადრე მივიღე ტრავმა. მენისკი, მყესები გავიგლიჯე, დავიზიანე და ეს მოედანზე, საქართველოს ჩემპიონატზე მოხდა. რადგან გუნდში ვიყავი და არა ნაკრებში, ყურადღება დიდად არ მომაქციეს. დაახლოებით წლინახევრის განმავლობაში დაზიანებული მუხლით ვთამაშობდი. ერთი ოპერაცია კი გავიკეთე, მაგრამ მეორე ვეღარ "გავქაჩე".

ტრავმას დროულად ყურადღება რომ ვერ მივაქციე, მდგომარეობა გართულდა. ხელბურთს რომ შევეშვი, მეგობარმა ჩემი სიძლიერის გამო, ძალოსნობაზე მისვლა მირჩია. სხვათა შორის, იქაც კარგი შედეგები მქონდა, არაერთხელ ავწიე საკმაოდ მძიმე წონა. ერთხელ 110 კილოს რომ ჩავუჯექი, მაშინ მივხვდი, ჩემი მუხლი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. სწორედ ის პერიოდი იყო, როცა დავით ქაცარავა დამიკავშირდა და მასთან მუშაობა დავიწყე. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მთელი ბავშვობა ვთამაშობდი. ბიჭებს რომ ვუგებდი და ამას ყველა ხედავდა, ერთ-ერთ გუნდში თამაშიც შემომთავაზეს. თუმცა მოგეხსენებათ, ფეხბურთი საკმაოდ მოძრავი სპორტია და ისევ და ისევ მუხლის გამო, მაგასაც შევეშვი. ბოლო ოპერაცია მუხლზე დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე. ჯვარედინი მყესები ძალიან მქონდა დაზიანებული. საერთოდ, ოპერაციის შემდეგ, 4-დან 6 თვემდე მჭირდება სარეაბილიტაციოდ. 3 თვის წინ კისტა აღმომაჩნდა, ოპერაცია დამჭირდა და ამანაც ამომაგდო რეჟიმიდან. რამდენიმე დღეა ვარჯიში განვაახლე. იხილეთ სრულად

myquiz