რატომ ვერ შედგა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი?
თბილისის მერია, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერს განმეორებით უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თავდაპირველად, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა.
ამასთან, როგორც მერიაში განმარტეს, ელექტრონული ტენდერები განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი, მინიმალურზე მაღალი ღირებულების მიხედვით გამოცხადდება.
„თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერების გამოცხადებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ. ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა.
უახლოეს მომავალში, ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდება განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი ღირებულების მიხედვით“, - აცხადებენ მერიაში. განაგრძეთ კითხვა