მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ | Allnews.Ge

მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო 7 იან­ვარს მა­ცხოვ­რის შო­ბას აღ­ნიშ­ნავს. დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტაძ­რებ­ში სა­ზე­ი­მო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღა­მის­თე­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გი­ერთ ტა­ძარ­ში კი საღ­მრთო ლი­ტურ­გია დი­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

თბი­ლი­სის სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში, სა­ზე­ი­მო წირ­ვის და­წყე­ბამ­დე, ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის არ­ქი­დი­ა­კონ­მა დე­მეტ­რემ (და­ვი­თაშ­ვი­ლი) გა­აც­ნო.

სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ას, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან და მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბო­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, უფა­ლი იესო ქრის­ტე უდი­დე­სი თავ­მდაბ­ლო­ბის ნიშ­ნად, ბეთ­ლემ­ში, გა­მოქ­ვა­ბულ­ში იშვა, სა­დაც მწყემ­სე­ბი უა­მინ­დო­ბი­სას სა­ქო­ნელს აფა­რებ­დნენ. გან­კა­ცე­ბუ­ლი უფ­ლის შობა იქ მყოფ მწყემ­სებს უფ­ლის ან­გე­ლო­ზებ­მა ახა­რეს. პირ­ვე­ლად სწო­რედ მათ იხი­ლეს ყრმა მა­ცხო­ვა­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბეთ­ლემ­ში აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოგ­ვე­ბიც, ვარ­სკვლავ­თმრი­ცხვე­ლე­ბიც მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ უჩ­ვე­უ­ლოდ მო­კაშ­კა­შე ვარ­სკვლავ­მა მი­იყ­ვა­ნა. მათ თაყ­ვა­ნი სცეს ახალ­შო­ბილ მა­ცხო­ვარს და ძღვე­ნი მი­არ­თვეს - ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური. უფ­ლის შო­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ ძვე­ლი აღ­თქმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბიც.

ამას­თან, შო­ბის ღა­მეს მორ­წმუ­ნე­ე­ბი ფან­ჯა­რას­თან სან­თელს ან­თე­ბენ, რი­თაც სიმ­ბო­ლუ­რად, ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობლსა და მარ­თალ იო­სებს თა­ვის­თან იწ­ვე­ვენ.

შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მორ­წმუ­ნე­თათ­ვის 40-დღი­ა­ნი მარ­ხვა სრულ­დე­ბა.

myquiz