რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას გეგმავს მთავრობა 2023-24 წლებში? | Allnews.Ge

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას გეგმავს მთავრობა 2023-24 წლებში?

2023-2024 წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტების საერთო ღირებულება 5.7 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მსხვილი, 1.2-მილიარდიანი ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტია. სრული სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა (ADB,EBRD) - 1,225,395,100 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის უბისა შორაპნის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (EIB) - 901,973,200 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხევი უბისას მონაკვეთის რეკონსტრუქცია - მშენებლობა (ADB) - 732,296,500 ლარი;
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შორაპანი არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (ADB) - 582,777,300 ლარი;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 527,170,000 ლარი;
  • ქ. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა (ADB, AIIB) - 329,630,700 ლარი;

იხილეთ სრულად