მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობა გამართეს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობა გამართეს

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორმა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატის ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა , ისინი ბიძინა ივანიშვილს გააგონებენ ხმას, რომელიც დიდი ხანია ესმის - “ბიძინა და რუსეთო, წადი!”

მანამდე აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის კედელზე პროექტორის საშუალებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოკოლაჟით გამოსახეს ილუსტრაცია, როგორ გამოიყურებოდა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე და როგორ გამოიყურება ახლა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ “წადი!წადი!”

myquiz