სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტო ვრცელდება - სად ცხოვრობენ მილიარდერის შვილები? | Allnews.Ge

სოციალურ ქსელში ივანიშვილების საახალწლო ფოტო ვრცელდება - სად ცხოვრობენ მილიარდერის შვილები?

"ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" Bidzina Ivanishvili for Georgia ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ა­ხალ­წლო ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს ვაჟ­თან - ცოტ­ნეს­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

323321404-486060867022512-4676457322394567064-n-1672647450.jpg

Ambebi.ge ამ ცოტა ხნის წინ წერ­და მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლებ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ბერა გახ­ლდათ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც მე­დი­ის­თვის ხე­ლის გულ­ზე იდო. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კი თა­ვად მუ­სი­კო­სი აძ­ლევ­დათ, რად­გან ხში­რად პოს­ტავ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ყო­ველ­თვის სა­ჯა­რო იყო. ახლა ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. მა­ნამ­დე კი წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში იცხოვ­რა, სა­დაც თით­ქოს მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებ­და.

წყა­როს ცნო­ბით, წლე­ბის წინ, რაც გვან­ცამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და, მას შემ­დეგ აღარ ჩა­მო­სუ­ლა. გო­გო­ნას ახა­ლი ფოტო, თუნ­დაც ბოლო წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ იძებ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, გვან­ცა თავს არი­დებს სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბას.

უტა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უფ­რო­სი ვა­ჟია. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უტა ცოტა ხანს ჩი­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი ჰონგ-კონ­გში ცხოვ­რობ­და, სა­დაც სწავ­ლობ­და. უტა სწავ­ლობ­და ასე­ვე ლი­ო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის უმ­ცროს ვაჟს ცოტ­ნეს, ის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც და-ძმე­ბი­დან დიდ დროს ატა­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ჩანს, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში მშობ­ლებ­თან სწო­რედ ცოტ­ნე იყო.

ის მხატ­ვა­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს. ის ხში­რად ჩა­დის საფ­რან­გეთ­ში და მო­მა­ვა­ლი წლი­დან, მას უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა უწევს და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ საფ­რან­გეთ­ზე გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი.

myquiz