გაიცანით ფოთის სკოლის დირექტორი, რომლის ვიდეო ინტერეტში აიტაცეს | Allnews.Ge

გაიცანით ფოთის სკოლის დირექტორი, რომლის ვიდეო ინტერეტში აიტაცეს

"თეთ­რი ცი­დან ფიფ­ქი ცვი­ვა, გვი­რი­ლე­ბის ხე­ლაო" - ამ სიმ­ღე­რა­ზე ფო­თის IV სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გივი ხო­მე­რი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­თან შექ­მნილ­მა პერ­ფორ­მან­სმა სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე მო­იც­ვა. მათ დიდი მხი­ა­რუ­ლე­ბის და სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი და­ატ­რი­ა­ლეს. ვირუ­სუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს ათა­სო­ბით მო­წო­ნე­ბა აქვს.

იმის­თვის, რომ გაგ­ვე­გო, ვინ არის ეს სა­ოც­რად ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი დი­რექ­ტო­რი AMBEBI.GE გივი ხო­მე­რიკს ფოთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი უკვე 11 წე­ლია, რაც სკო­ლის დი­რექ­ტო­რია, 25 წლის იყო, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პირ­ვე­ლად რომ აღ­მოჩ­ნდა. მოს­წავ­ლე­ებს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­საც ას­წავ­ლის. პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. შემ­დეგ პრო­ფე­სია შე­იც­ვა­ლა, ფი­ნან­სის­ტი გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა მი­ან­დვეს.

- ბა­ტო­ნო გივი, ამ სა­ა­ხალ­წლოდ მთე­ლი სკო­ლა მუ­სი­კა­ლურ ფერ­ხულ­ში ჩა­ა­ბით, თა­ვა­დაც მღე­რით, უკ­რავთ, ცეკ­ვავთ - თქვენს ვი­დე­ო­ში გა­დამ­დე­ბი მხი­ა­რუ­ლე­ბაა...

- რაც ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და, ამას არ ვე­ლო­დე­ბო­დი... ზო­გა­დად ბავ­შვი მიყ­ვარს, მუ­სი­კაც, რო­მე­ლიც ოჯა­ხი­დან მომ­ყვე­ბა. ჩვენს ოჯახ­ში მუ­სი­კა სულ იყო, არის და იქ­ნე­ბა. თუმ­ცა გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბი და გე­ტყვით, რომ ისე ვმღე­რი, რომ ნო­ტებს ვერ ვცნობ. გუნდშიც არას­დროს მივ­ლია. ჩემი მუ­სი­კის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, მა­მა­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მამა ბიტ­ლო­მა­ნია და ყვე­ლა­ფე­რი „ბიტლზის“ სიყ­ვა­რუ­ლით და­ი­წყო. მან ჩაგ­ვი­დო ეს სიყ­ვა­რუ­ლი. მერე უკვე როკი, როკ-ენ-როლი 60-ია­ნე­ბის, 70-ია­ნე­ბის, 80-ია­ნე­ბის და ეს ყვე­ლა­ფე­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო ჩვენ­თან და ჩვენ­თვის სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე. მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვართ და არა­ნა­ი­რი სხვა ამ­ბი­ცია თუ პრე­ტენ­ზია არ გვაქვს და გვქო­ნია.

89781157-3165997503626297-4527277206547726336-n-33827-1672472797.jpg

ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა, დად­გმუ­ლი არ ყო­ფი­ლა. თა­ვად სიმ­ღე­რა თბი­ლი­სის ბი­ჭუ­ნა­თა კა­პე­ლის ნამ­ღე­რია, კა­პე­ლის, რო­მელ­საც ბა­ტო­ნი გელა ფარ­ჩუ­კი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა რომ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ამ ეს სიმ­ღე­რა ავარ­ჩიე, მოვ­ჭე­რით, და­ვა­მონ­ტა­ჟეთ, გი­ტა­რა შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ და ასე­თი იმპრო­ვი­ზა­ცი­ით გა­ვა­ცო­ცხლეთ. მოს­წავ­ლე­ე­ბიც ამას ცო­ცხლად აჰ­ყვნენ, მათ­გა­ნაც არც ერ­თია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. იმ დღეს სკო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რიც არა­ვინ გვყო­ლია, გა­კეთ­და მშობ­ლე­ბის­თვის და თა­ვად ბავ­შვე­ბიც რომ გა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიყ­ვნენ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მარ­თლა ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ხალ­ხი ვი­დე­ოს ასე აი­ტა­ცებ­და. არა­და, ასე­თი ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არა­ერ­თი გაგ­ვი­კე­თე­ბია. განაგრძეთ კითხვა