ვინ არის პრინცესა მარია-ანტუანეტა ბაგრატიონი- დავითისა და უგოს და, რომელიც ბარსელონაში ცნობილი ბიზნესვუმენია
ბაგრატიონების ოჯახის გარშემო ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც წლების წინ გაჩნდა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოში მონარქია აღდგენილიყო. ამისთვის ბაგრატიონების შთამომავლებმა, ორი შტოს მუხრანელებისა და გრუზინსკების გასაერთიანებლად დავითი და ანა დააქორწინეს. პრინცი დაიბადა, მაგრამ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. დავითი ანასთან დაშორების შემდეგ საყვარელ ქალს, ირინა ბეგაშვილს დაუბრუნდა, რომელთანაც საერთო შვილი გოგონა ჰყავდა.
ბევრი დაიწერა მედიაში დავით ბაგრატიონის უმცროს ძმაზე, უგოზე, რომელიც გამორჩეული გარეგნობის წყალობით ქართული მედიისთვის სასურველ თემად იქცა, მაგრამ უგო დავითისგან განსხვავებით საქართველოში არ ცხოვრობს და ესპანეთში ვილების გაყიდვის ბიზნესითაა დაკავებული. რაც შეეხება დავითის კიდევ ერთ ძმას, ირაკლის, რომელიც მასზე უფროსია, თითქმის არაფერია ცნობილია.
ძმებ ბაგრატიონებს ერთი უფროსი და ჰყავთ. მარია ანტუანეტა ბაგრატიონი ესპანეთში ცხოვრობს. დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი. ქალმა უმაღლესი განათლება მადრიდში მიიღო, ბაგრატიონს ხელოვნების ისტორიაში ბაკალავრის ხარისხი აქვს და ბარსელონაში პარფიუმერული ხაზის მფლობელია.
მეუღლესთან ერთად
The Vanity Haute Parfumerie - ასე ჰქვია ბრენდს, რომლის თანადამფუძნებელიც მარიაა. კომპანია ძვირადღირებული სუნამოების და კოსმეტიკის იმპორტს და დისტრიბუციას ეწევა.
მარია ანტუანეტას სოციალურ ქსელში არ აქვს გამოქვეყნებული საქართველოში გადაღებული არცერთი ფოტო. ერთდაერთი ნიშანი, რაც მას სამშობლოსთან აკავშირებს, მაჯაზე ქართულად დაწერილი ტატუა - მეფე...