"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა | Allnews.Ge

"ჩემმა შვილებმა ძალიან გაიხარეს, როცა ეს ამბავი გაიგეს... ხალხის აღიარება დიდი პასუხისმგებლობა მგონია" - ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან, რომელიც მკითხველმა წლის ადამიანად დაასახელა

2022 წლის ბო­ლოს, AMBEBI.GE-მ მკი­თხველ­თა გა­მო­კი­თხვის სა­ფუძ­ველ­ზე წლის ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა. ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, თბი­ლი­სის მე­რი­ის შპს "ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღე და სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად - თა­ნა­მედ­რო­ვე გმი­რი დევი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი და­წი­ნა­ურ­და. ერთი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ან­მა, ერთ სა­ბე­დის­წე­რო დღეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­სია იტ­ვირ­თა - გა­აზ­რე­ბუ­ლი რის­კით გა­დად­გა ის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს 2 მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. წლის ადა­მი­ა­ნის სტა­ტუს­მა ბა­ტო­ნი დევი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა და ეს სი­ხა­რუ­ლიც მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით გა­მო­ხა­ტა.

"ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია"

"წლის ადა­მი­ა­ნად და­სა­ხე­ლე­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია... ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია. ჩემ­მა შვი­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მაც ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რეს. მად­ლო­ბა ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის­თვის...

vakis-parki111222-52090-1672385244.jpg

იმ სა­ში­ნე­ლი დღის შემ­დეგ, ჩემ­თვის მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან მძი­მე გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია და ამა­ზე სა­უ­ბარ­საც თავს ვა­რი­დებ... ად­რეც გი­თხა­რით, თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ის ეპი­ზო­დი-მეთ­ქი, მე­გო­ნა, გა­ივ­ლი­და, თუმ­ცა - არა, ისევ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, მა­ინც მიმ­ძიმს, მა­ინც თან მდევს... დღემ­დე, რომ მხვდე­ბი­ან, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ხუ­ტე­ბი­ან, თბილ სი­ტყვებ­სა და და­ლოც­ვას არ იშუ­რე­ბენ ჩემ­თვის - „თქვენ გა­ი­ხა­რეთ“-ო, რომ მოგ­მარ­თა­ვენ, გუ­ლით რომ გლო­ცა­ვენ, ისე ვივ­სე­ბი... ყო­ველ­დღი­უ­რად ასე გრძელ­დე­ბა. არა და, მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

ბინა, რო­მე­ლიც მერ­მა გად­მომ­ცა სა­ჩუქ­რად, უდი­დე­სი შვე­ბაა ჩემი ოჯა­ხის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დით მე და რუ­სუ­და­ნი. ახა­ლი ბინა ჭყონ­დი­დე­ლის ქუ­ჩა­ზეა, დას­რულ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა და ალ­ბათ მალე გა­და­ვალთ, მად­ლო­ბის მეტი რა მეთ­ქმის...

"ბედ­მა გა­მოც­და მო­მი­წყო"

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნი სო­ფელ წი­ნან­დალ­ში გა­ვი­ზარ­დე, მოკ­რძა­ლე­ბულ ოჯახ­ში, 7 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ. სკო­ლის მერე რუს­თა­ვის ტექ­ნი­კუმ­ში ვის­წავ­ლე, მერე თე­ლავ­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. მშვი­დად გა­ვა­ტა­რე ბავ­შვო­ბაც და სტუ­დენ­ტო­ბაც. წი­ნან­დალ­ში მო­ხუ­ცი მშობ­ლე­ბი და სა­მი­დან ორი შვი­ლი - ქალ-ვაჟი (უფ­რო­სი გო­გო­ნა თბი­ლის­შია გა­თხო­ვი­ლი) მყავს. ნა­ბო­ლა­რა ბიჭი 17 წლი­საა, სკო­ლა­ში და­დის და თან თე­ლავ­ში, კო­ლეჯ „პრეს­ტიჟ­ში“ კუ­ლი­ნა­რი­ას სწავ­ლობს დიდი მონ­დო­მე­ბით. სამ­სა­ხუ­რის გამო გად­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, 7 წე­ლია, რაც ვა­კის პარკში ვარ - 2 წელი და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მერე „ეკო­სერ­ვის ჯგუფ­ში“ გა­და­ვე­დი და მას მერე პარ­კის მოვ­ლა-გა­ლა­მა­ზე­ბა­ზე ვზრუ­ნავ.

განაგრძეთ კითხვა