"ჩემით აზრით, სააკაშვილი მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო - მათ შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი" - ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი | Allnews.Ge

"ჩემით აზრით, სააკაშვილი მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო - მათ შორისაა ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი" - ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერტ-ტოქ­სი­კო­ლო­გის, დე­ვიდ სმი­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტე­ბის თა­ნახ­მად დად­გინ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­წამ­ლუ­ლია ვერ­ცხლის­წყლით, და­რიშ­ხა­ნით და ბა­რი­უ­მით, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ ტოქ­სი­კურ ეფექ­ტებს იწ­ვევს.

რო­გორც სმიტ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გან­მარ­ტა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად მძი­მეა.

"მე გან­ვი­ხი­ლე სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბი, ასე­ვე, თმე­ბის, ფრჩხი­ლე­ბის და სის­ხლის ნი­მუ­შე­ბის. ასე­ვე, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი და 170 გვერ­დი­ა­ნი დას­კვნა.

ჩე­მით აზ­რით, ის მო­წამ­ლუ­ლი სხვა­დას­ხვა მე­ტა­ლით იყო. მათ შო­რის არის ვერ­ცხლის­წყა­ლი, და­რიშ­ხა­ნი და ბა­რი­უ­მი, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ ტოქ­სი­კურ ეფექ­ტებს. ამ ტი­პის მძი­მე მე­ტა­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა სხე­უ­ლი­დან, სხე­უ­ლი­დან გა­მო­ყო­ფის პრო­ცეს­ში ისი­ნი წამ­ლა­ვენ სხე­ულ­ში სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებს.

ამის შე­დე­გად მან გა­ნი­ცა­და თა­ვის ტვი­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის ტვინ­ში იყო თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, ანუ თა­ვის ტვი­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლი, რო­მელ­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა სე­რი­ო­ზულ და პროგ­რე­სი­რე­ბად დე­მენ­ცი­ამ­დე. მას აქვს პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნევ­რო­პა­თია, რაც წარ­მო­ად­გენს ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას თა­ვის ტვი­ნის გა­რეთ და ასე­ვე, ად­გი­ლი აქვს კუნ­თე­ბის გან­ლე­ვას. ასე­ვე, მას გა­აჩ­ნია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში, ანუ გას­ტრო-ინ­ტეს­ტი­ნურ ტრაქ­ტში, რაც გას­ტრიტს იწ­ვევს, რაც მუდ­მივ დი­ა­რე­ას იწ­ვევს და შე­სა­ბა­მი­სად, კა­ხექ­სი­ას და წო­ნის მკვეთრ დაკ­ლე­ბას. მას გა­აჩ­ნია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ღვიძ­ლში და სხვა სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო­ებ­ში ისე­თი, რო­გო­რიც არის გული და თირკმე­ლი. მძი­მე მე­ტა­ლე­ბით მო­წამ­ვლა აზი­ა­ნებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნოს ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მისი სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლი“, -გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ სმიტ­მა.

myquiz